ცინიკოსები და ტერორისტები - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ეხმიანება და საქართველოს აფასებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ეხმიანება და მას ცინიკურს უწოდებს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის სიკვდილს პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს:
"მხედველობაში, რომ მივიღოთ ის მუდმივი არასტაბილური შიდაპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო დროს გააქტიურდა საქართველოში, გამოდის დასკვნა, რომ თბილისმა გადაწყვიტა გამოიყენოს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ყველა შესაძლო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება საქართველოს ტერორიზმში და ოსი ეროვნების მოქალაქეებზე არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს:
"განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც 1989-დან 1992 წლამდე ასი ათასობით ოსი გააძევა საკუთარი ტერიტორიიდან და წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს აწყობდა."
დე ფაქტო უწყება 2008 წლის აგვისტოს ომსაც ოსეთის მიმართ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უწოდებს. მათი თქმით, ოთხოზორია ტატუნაშვილის სია იმის დასტურია, რომ საქართველო ვერ გრძნობს საკუთარ დანაშაულს მეზობელი სახელმწიფოების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინაშე.
უწყების განცხადებით, ეს რეზოლუცია ცუდად აისახება ჟენევის მოლაპარაკებებზე. გარდა ამისა, მათი თქმით, სამხრეთ ოსეთი იტოვებს უფლებას "შესაბამისი ზომები გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული კატეგორიის წინააღმდეგ".
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა.
26 ივნისს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციულ ნაბიჯებად შეფასდა. მათი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს აგრესიული პოლიტიკა აფხაზეთთან და მის მოქალაქეებთან მიმართებაში. სიის გამო აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფების შეხვედრა (IPRM) დატოვეს.
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.
ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს, თუმცა უშედეგოდ.
ტატუნაშვილის ცხედარი 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ქართულმა მხარემ ცხედრის გადმოსასვენებლად მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ცხედრის გადმოსვენება მაინც გაჭიანურდა.
მოგვიანებით ცხინვალში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილს უკავშირებენ. მათი თქმით, ტატუნაშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომში დივერსიის მოწყობაშიც ადანაშაულებდა, თუმცა ამ დროისთვის ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა.
20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ექსპერტიზით, ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.
ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას დააკისრა.
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
გიგა ოთხოზორიას საქმე
2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით გიგა ოთხოზორიას ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დააკისრა. რუსეთის საგარეო უწყებამ კი აფხაზურ მხარეს.
2016 წელს, ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული, მიმალვაში მყოფი რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნოდამნაშავედ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები