კომისიის გაფრთხილების მიუხედავად, Myvideo საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლირებას არ წყვეტს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გაფრთხილების მიუხედავად, Myvideo არ აპირებს პირველი და მეორე არხების ტრანსლირების შეწყვეტას მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების დროს. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს კომპანია Myvideo-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ გეგმავენ სასამართლოს გზით გააგრძელონ დავა.
კომპანიაში მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ არაფრით განსხვავდებიან მათი კონკურენტებისგან, როგორიც არის მაგთი TV, SILK TV და სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია:
"კანონის მიხედვით, [საზოგადოებრივ მაუწყებელს] არ აქვს უფლება მოახდინოს განსხვავებული პირობების დაწესება, რომელიმე ცალკეული ტრანზიტორისათვის. ზუსტად აქედან გამომდინარეობს მათი მოთხოვნის დისკრიმინაციულობა. Myvideo არის ერთადერთი ქართული სოცილური მედია პროექტი, რომელსაც ჰყავს ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი".
Myvideo აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროვება განიზრახეს, რაშიც მათივე თქმით, ეხმარება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, ლოგიკას მოკლებულია Myvideo-ს პოზიცია, იდავოს იმ პროდუქციის ტრანზიტზე, რომელზეც ლიცენზია მას არ ეკუთვნის:
"ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მატჩების მაღალი ხარისხით ტრანსლირებას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლებელი საშუალებით".
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ Myvideo-სთან გამართული მოლაპარაკების მიუხედავად, კომპანიამ უგულვებელყო მათი ყველა მოთხოვნა და კვლავ აგრძელებს ე.წ. პირატულ ტრანზიტს.
FIFA-ს რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს მხოლოდ თავის პლატფორმებზე განახორციელოს ჩემპიონატის ტრანსლაცია, ამავდროულად დაემორჩილოს კონტრაქტით ნაკისრ მკაცრ ვალდებულებებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, Myvideo-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი გაურკვეველი წყაროდან, განახორციელოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალის ტრანზიტი (შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ) მოდიფიცირების გარეშე.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები