რატომ არ უსმენდნენ ხორავას ინციდენტში მონაწილე ყველა პირის ტელეფონებს - გამომძიებლისა და პროკურორის განმარტება
დღეს, 25 ივნისს ხორავას ქუჩის საქმეზე შემქნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ გამოძიების დროს ინციდენტში მონაწილე ყველა პირის სოციალური ქსელებიდან, ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ინფორმაცია არ ამოუღიათ. ეს დეტალი მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც საგამოძიებო კომისიის წევრებმა საქმის გამომძიებელსა და პროკუროს კითხვები დაუსვეს.
კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ჰკითხა, ჩატარდა თუ არა ყველა საჭირო პროცედურა ინფორმაციის ამოსაღებად.
საქმის ზედამხედველი პროკურორის, ზვიად ფზაკაძის თქმით, საქმეში მონაწილე პირებს ტელეფონები არ ჩამოართვეს, ვინაიდან გამოძიებას ჰქონდა იმედი, რომ მათ შორის გაგრძელდებოდა კომუნიკაცია და მეტ ინფორმაციას მიიღებდნენ. ფხაკაძის თქმით, ამავე მიზეზით არ ჩატარდა მოწმეების და ბრალდებულების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა ამისა, პროკურორმა განაცხადა, რომ კონფლიქტში მონაწილე პირთა ნაწილს თან არ ჰქონდა ტელეფონი, ზოგიერთი არ სარგებლობდა, ზოგიერთი კი სხვადასხვა ნომერს იყენებდა. ამის დადგენა პირველ დღეებში გამოძიების მხრიდან იყო პრობლემური.
ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ უწყებამ ტელეფონები ამოიღო 16,17 და 21 დეკემბერს. მაშინ, როცა ა.ს-ს ტელეფონში გამოცვლილი ჰქონდა ბარათი და რამდენჯერმე ჰქონდა გადაყენებული ოპერაციული სისტემა.
ფაქტების შეჯერების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ გამომძიებელს ჰკითხა იყო თუ არა გამოძიების შეცდომა ის, რომ არასრულწლოვნებს არც შესთავაზეს ტელეფონების გაცემა, არც ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და საბოლოოდ ვერ მიიღეს ვერანაირი ინფორმაცია.
"თქვენი გადმოსახედიდან მიგაჩნიათ, რომ დაიკარგა და საქმეს დააკლდა ძალიან დიდი რაღაცა. მე ამაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ამით გაფუჭდა," - უპასუხა კახა სირაძემ. სირაძემ დაამატა, რომ ამ ლოგიკით მთელი 51-ე სკოლისთვის და ხორავას ქუჩისთვის უნდა მოესმინათ.
სერგი კაპანაძემ დამატებით მოითხოვა განმარტება იმის შესახებ, რატომ არ დაიწყო თვალთვალი საქმეში მონაწილე ა.ს-ზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. პროკურორის განმარტებით, არასრულწლოვანთა მიყურადება რთული პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული და ამის უფლება არ ჰქონდათ.
პროკურორის თქმით, თუ კონკრეტული პირის, მიმართ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, არ არის საკმარისი სატელეფონო მოსმენის განსახორციელებლად. და მტკიცებულებები ა.ს-ზე არ იძლეოდა საკმარის მონაცემებს, ამიტომ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო მისი სატელეფონო კომუნიკაციების შედეგად გადაცემული ინფორმაციის შემდგომ გამოთხოვა.
"ის რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან გვქონდა საქმე, ცალსახად არ ნიშნავს და არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. ეს არის ერთ-ერთი გარემოება", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები