ქართულ ცას ამერიკული Stinger-ით დავიცავთ
ფოტო: VOA
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის შემდეგ, შესაძლოა, ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემა FIM-92 Stinger-იც მიჰყიდოს. ეს სისტემა იდეალური იარაღია საოკუპაციო ძალების სამხედრო თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და უპილოტო აპარატების ჩამოსაგდებად.
თავდაცვის მინისტრმა იზორიამ დაადასტურა, რომ პენგატონში პოზიტიური დაპირება მიიღო და ახლო მომავალში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამედროვე ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვის უფლება მიეცემა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა რაოდენობის FIM-92 Stinger-ს შეიძენს საქართველო. ერთი ერთეული კომლექსის ფასი, გამშვებ დანადგართან და მართვად რაკეტასთან ერთად - 70 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ფოტო: VOA
ახალი ისტორიული სამხედრო კონტრაქტის გაფორმებას, როგორც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის შემთხვევაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა და კონგრესის თანხმობა სჭირდება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, რომ FIM-92 Stinger სწორედ ის იარაღია, რომელზეც ბოლო 27 წლის მანძილზე, სხვადასხვა ლოკალური თუ მასშტაბური სამხედრო კონფლიქტების დროს, ქართველი სამხედროების არაერთი თაობა ოცნებობდა:
ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირება რომ უახლესს, ანტისაჰაერო სისტემა „სტენგერს“ მივიღებთ, ამ იარაღის ყიდვა წლების მანძილზე საქართველოს სურვილი იყო
"პირველად თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში განვსაზღვრეთ, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს. ამ სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ანტისატანკოსთან ერთად ანტისაჰაერო სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაა.
მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტაქტიკური ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემები. სულ რაღაც ერთი თვის წინ, აშშ-ში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირება რომ საქართველო "ჯაველინებთან" ერთად, უახლესს, ანტისაჰაერო სისტემა "სტენგერს" მიიღებს, რომლის ყიდვაც საქართველოს სურვილი წლების მანძილზე იყო."
ამერიკულმა აეროკოსმოსურმა და თავდაცვითმა კოპორაცია General Dynamics-მა გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე მუშაობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. 1978 წელს, FIM-92 წარმოებაში ჩაეშვა და 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა.
მას შემდეგ, Stinger-მა არაერთი მოდიფიკაცია გაიარა და სამხედრო მფრინავებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღად იქცა. სისტემა მრავალ ომსა და სამხედრო კონფლიქტში გამოიცადა, განსაკუთრებით გაითქვა სახელი ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის დროს, როცა მოჯაჰედებმა 340 საბჭოთა საფრენი აპარატი სწორედ Stinger-ით ჩამოაგდეს, აქედან 270 მთლიანად განადგურდა.
ფოტო: VOA
Stinger-ით საბრძოლო ამოცანის შესრულება ერთ სამხედროსაც შეუძლია, საზენიტო-სარაკეტო სისტემა ადვილია გამოსაყენებლად და გადასატანად. 1.52 სმ-ის სიგრძის გამშვებ დანადგარს, რომელიც სულ 5 კილოგრამს იწონის, 10 კილოგრამიანი რაკეტით, 8 კილომეტრის რადიუსში და 3800 მეტრის სიმაღლეზე ძვირადღირებული შვეულმფრენისა თუ თვითმფრინავის დაზიანება ან განადგურება შეუძლია.
დამიზნების პასიური ინფრაწითელი ან ულტრაიისფერი სისტემით აღჭურვილი Stinger-ის რაკეტა სამიზნეს თავად პოულობს და ანადგურებს. საველე პირობებში გამოყენების გარდა, Stinger-ის დამონტაჟება ასევე შეიძლება, როგორც სამხედრო ჯიპებსა და ჯავშანმანქანებზე, ისე სპეციალურ გამშვებ დანადგარებსა და შვეულმფრენებზეც.
ფოტო: VOA
დღეისათვის, Stinger სულ 30-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო კონტრაქტი გაფორმდა, საქართველო ლიტვისა და ლატვიის შემდეგ მესამე ყოფილი საბჭოთა ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემას მიიღებს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ 2018 წელს, ამერიკიდან "სტინგერების" შეძენასთან ერთად, საქართველო საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის პირველ ფაზასაც დაასრულებს:
2018 წელს, ჩვენ ვასრულებთ საფრანგეთიდან ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემის შეძენის პირველ ფაზასაც, მივიღებთ უახლეს ტექნიკას და ვიწყებთ მეორე ფაზაზე გადასვლას
2018 წლის იანვარში, საქართველოს არმიამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი" მიიღო. 410 მართვად რაკეტაში (JM), 72 გამშვებ დანადგარში (CLU), 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა (BST) და 70 სიმულაციური ჭურვში (SR) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს 75 მილიონი დოლარი გადაუხადა."
ფოტო: VOA
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
კომენტარები