ჯილი საქართველო ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება — კომპანიის შედეგები და გეგმები
ფოტო: თეგეტა
ჯილი საქართველო მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება
საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლოგიური ბრენდის, Geely Auto-ს ელექტრიფიცირებული მოდელი Geely EX5 შეემატება. უსაფრთხოების გაზრდილი მაჩვენებლებითა და მართვის ჭკვიანი სისტემით გამორჩეული ელექტრომობილი “ჯილი საქართველოს“ შოურუმში ერთ თვეში გამოჩნდება. თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში შემავალ კომპანიას, რომელიც ცნობილი ჩინური ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს.
ფოტო: თეგეტა
ასევე განსაკუთრებულად ელოდება საზოგადოება კიდევ ერთ ელექტრომოდელს — Geely Geome-ის. Geely-ს ელექტრიფიცირებული ავტომობილების ახალი სერიის ამ მოდელზე მოთხოვნა ჩინეთში ყველაზე მაღალია. მიზეზი შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა.
გიორგი შაქარაშვილი, ჯილი საქართველოს კომერციული დირექტორი: “მიმდინარე წლის მთავარი სიახლე ჯილი საქართველოს განახლებული სამოდელო რიგია. ჩვენი მომხმარებელი, რომელმაც უკვე გამსოცადა Geely Auto-ს ხარისხი და სანდოობა, ახალ მანქანებს ელოდება. ბენზინისძრავიან მოდელებს სულ მალე ელექტრომობილები და დამუხტვადი ჰიბრიდები შეემატება. მნიშვნელოვანია, რომ ჯილი საქართველოს მიერ იმპორტირებული ავტომობილები ევროპის ბაზრისთვის არის წარმოებული და ადაპტირებულია ევროკავშირის მოთხოვნებზე, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ნიშნავს. მაგალითისთვის, აქვს ხუთვარსკვლავიანი შედეგი, ე.წ. ქრაშ-ტესტში და გამონაბოლქვის სერტიფიკატი.
რაც შეეხება კონკრეტულ მოდელებს, აპრილის ბოლოდან გვეყოლება Geely EX5, ელექტრომობილი, რომელიც სრული დამუხტვის შემთხვევაში 450 კილომეტრს ფარავს. მომხმარებელი იღებს ოფიციალური დილერის 8 წლიან გარანტიას ავტომობილზე, ხოლო ნაწილებზე მოქმედებს 4 წლიანი გარანტია.
იგივე პირობები ვრცელდება Geely Geome-ზეც, რომელიც, დახვეწილი ვიზუალის, კომპაქტურობის, გაუმჯობესებული რესურსისა და სუპერეკონომიურობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომოდელია ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ერთი სრული დამუხტვით ავტომობილი 400 კილომეტრს გადის. მისი ფასი $20 000-ის ეკვივალენტია ლარში“.
მიმდინარე წლის გეგმებშია ასევე Geely Monjaro hybrid-ის შემოყვანა. მისი შერეული წვა 4.7 ლიტრია.
ჩამონათვალშია კიდევ ერთი მოდელი — Geely Starship L7 — საშუალო ზომის დამუხტვადი ჰიბრიდი, რომელიც თავისი სტილითა და ვიზუალით გამოირჩევა.
ელექტრომობილებთან და დამუხტვად ჰიბრიდებთან ერთად, კომპანია წარადგენს Geely Atlas cool-საც, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი Geely Coolray-ს სეგმენტია. მისი საბაზრო ღირებულება $24 000-ის ეკვივალენტია ლარში. ავტომანქანა Geely Atlas-ის ფორმებს იმეორებს, თუმცა, გაცილებით კომპაქტურია.
Geely Atlas საქართველოს ბაზრისთვის უკვე გამოცდილი საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი. ეს მოდელი ჯილი საქართველომ გასულ წლის ნოემბერში წარადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე პოპულარული საშუალო ზომის SUV-ია. 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითა და 2.0 ტურბინიანი ძრავით Geely Atlas საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, ჯილი საქართველოს კომერციული დირექტორი: "გასული წლის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა. 2024 წელს, საერთო ჯამში, 125 ახალი და 40 მეორადი ავტომობილი გავყიდეთ. მიღებული შემოსავალი კი 9 მილიონს აღემატება. აქვე დავამატებ, რომ „ჯილი საქართველოს“ მომხმარებელი მაქსიმალურად გამარტივებული trade in შეთავაზებით სარგებლობს, რის გამოც ეს სერვისი ძალიან პოპულარულია. შედეგად, იზრდება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციაც.
სულ ორი წელია, ბაზარზე ვართ და ამ მოკლე პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. დიდი მოთხოვნაა ჩვენს შოურუმში როგორც უკვე არსებულ, ისე Geely Auto-ს ახალ მოდელებზე. ამასთანავე, ჩვენს ავტორიზებულ სერვისცენტრში მომხმარებელი გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც იღებს. „ჯილი საქართველო“, ცხადია, მიჰყვება „თეგეტას“ სტრატეგიას, რაც მომხმარებლისათვის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებას და მასთან დაკავშირებული სრული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს“.
:ჯილი საქართველოს" საექსპოზიციო სივრცე და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი მულტიბრენდულ შოურუმშია წარმოდგენილი, რომელიც თეგეტა ქარსში შემავალ ბრენდებს: Mazda-ს, Auto Gallery-სა და Geely Auto-ს აერთიანებს. საავტომობილო კომპლექსში „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ახალ მოდელებს სთავაზობს და ჩინური ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება. კომპანიის მთელი გუნდი სხვადასხვა დეპარტამენტიდან წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო ტრენინგს გადის როგორც ადგილზე, ისე ჩინეთში, სადაც ბრენდთან დაკავშირებულ სიახლეებს ეცნობა.
"ყოველი ახალი მოდელის მიღებამდე Geely Auto-ს იმპორტიორები, ამ შემთხვევაში „ჯილი საქართველო“, მომზადებას ერთი თვით ადრე იწყებს. ეს გულისხმობს სრული ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და ავტომობილის თითოეული დეტალის სრულყოფილად შესწავლას. მათი ცოდნა ქულებით იზომება და შესაბამისი სერტიფიკატით დასტურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრენდის წარმომადგენელი მოთხოვნილი მოდელის რეალიზაციისა და შემდგომი მომსახურების გაწევის უფლებას ვერ იღებს. ამ პირობით მწარმოებელი იცავს და ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას და, ამასთანავე, გასცემს გარანტიას მომხმარებლისათვის, რომ ის სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებს. ამას ემატება ის თანამედროვე დანადგარები, რომლითაც ჩვენი სერვისცენტრია აღჭურვილი“, - ამბობს გიორგი შაქარაშვილი.
ფოტო: თეგეტა
კომფორტული და სასიამოვნოა შოურუმში ვიზიტიც. აღმაშენებლის ხეივნის №152-ში ავტომობილის შეძენის მსურველებს საექსპოზიციო დარბაზი და მოსაცდელი სივრცე ხვდებათ. სერვისის მისაღებად თუ ტესტდრაივისთვის მომხმარებელი წინასწარ ჯავშნის თავისთვის სასურველ დროს.
ჩინური ავტოგიგანტის Geely Holding-ში შემავალი ბრენდი Geely Auto „თეგეტას“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებას 2023 წელს დაემატა. ჰოლდინგის შემადგენლობაში კიდევ ერთი კომპანია გაჩნდა, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი ჩინური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა შეემატა. ჩინური წარმოების მიმართ ნაკლები ნდობისა და, ამასთანავე, მწარმოებლის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო, თავის დამკვიდრება კომპანიისათვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რასაც "ჯილი საქართველომ: მოსალოდნელზე სწრაფად გაართვა თავი. ბაზარზე შემოსვლიდან პირველ სამ თვეში კომპანიამ 50 ერთეული ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც წინასწარ გაწერილ გეგმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. მაშინ კომპანიას მხოლოდ ერთი ბენზინისძრავიანი მოდელი Geely Coolray ჰყავდა.
2024-ში კი გაყიდვების მაჩვენებლები გასამმაგდა და ახალი მოთხოვნა გააჩინა, რასაც „ჯილი საქართველო“ უახლესი ავტომობილებითა და მრავალფეროვანი სამოდელო რიგით პასუხობს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
კომენტარები