Google Docs-ის ტექსტს მალე პოდკასტად მოისმენთ — Gemini-ს ახალი ფუნქცია

ფოტო: news18
წარმოიდგინეთ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ორი წამყვანი, რომლებიც თქვენი დოკუმენტის საკვანძო პუნქტებზე საუბრობენ. უცნაურია? ახლა ეს უკვე შესაძლებელია!
Google-მა Gemini-ს ახალი ფუნქციები წარადგინა, მათ შორის NotebookLM-ის სტილის AI პოდკასტი, რომელიც ინტეგრირებულია პირდაპირ Google Docs-ში. ასევე ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება თქვენი დოკუმენტის რედაქტირება.
ცალსახად, ახალი ფუნქციებიდან ყველაზე საყურადღებო ჩატბოტის პოდკასტია. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტს პირდაპირ Google Docs-ში წაიკითხავს. სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ტექსტის აუდიო ფორმატში აღქმა სურს. აღნიშნული ფუნქცია თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო Google's NotebookLM აპში და ახლა უკვე ინტეგრირებულია Gemini აპშიც. მომავალში ის ხელმისაწვდომი გახდება Workspace ანგარიშებისთვისაც.
თუ როგორ გამოვიყენოთ ახალი ფუნქცია შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ 15 წამიან ვიდეოში:
გარდა ამისა, Google Docs-ში დაემატება "Help me refine" ფუნქცია, რომელიც თქვენს ტექსტში კომენტარების სახით შემოგთავაზებთ რედაქტირების რჩევებს. ეს დაგეხმარებათ ტექსტის გასწორებაში რედაქტორის გარეშე. ამ ფუნქციის დამატება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
ასევე Google Sheets-ისთვის იგეგმება "Help me analyze" ფუნქციის დამატება, რომელიც მონაცემების ანალიზში, ტენდენციების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების მიწოდებაში დაგეხმარებათ. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის ბოლოს.
კომენტარები