თბილისის მეტროს მემანქანეების ინფორმაციით, მეტრო 6 ივნისს ამუშავდება. ამის შესახებ On.ge-ს მეტროს პროფკავშირების თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

კაპანაძის თქმით, მეტროს დილის 6 საათზე გახსნა ვერ მოხერხდება, თუმცა აუცილებლად ამუშავდება.

მემანქანეებმა "გლდანი დეპოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი აქციას მართავდნენ კარვები აშალეს და ჩამოხსნეს წარწერა "შიმშილობის მე-3 დღე".

ადევნეთ თვალი On.ge-ს პირდაპირ ეთერს.

მეტროს მემანქანეებმა ერთმანეთთან შეხვედრამდე თბილისის მერთან გამართეს შეხვედრა, რის შემდეგაც დეპოსკენ წავიდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ მეტროს მემანქანეები მუშაობას არ დათანხმდებოდნენ დღეს, 6 ივნისს მეტროს გათიშვის მესამე დღე იქნებოდა.