Business Insider: შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან არც არასდროს გავიდეს
Business Insider აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დროა ვაღიაროთ ფაქტი, რომ Brexit არასდროს მოხდება". როგორც სტატიაში წერია, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს არასდროს დატოვებს. ევროკავშირის დატოვება ძალიან რთულია, ხოლო ამით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები იმდენად დამაზიანებელი, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთვის უფრო მარტივია ზემოაღნიშნული პროცესის უვადოდ გაჭიანურება, ვიდრე მისი აღსრულება.
სტატია ადგილობრივი ეკონომისტების, ჯეიკობ ნელისა და მელანი ბეიკერის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომს ეყრდნობა, რომლითაც ისინი ცდილობენ ახსნან, როგორ დატოვებს ბრიტანეთი ევროკავშირს და როგორი იქნება ამის შემდეგ ბრიტანეთისა და ევროპის ურთიერთობა. ისინი ამბობენ:
- ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს არ მისცემს საშუალებას, რომ ერთიან ბაზარზე ჰქონდეს წვდომა. თუმცა, "თავისუფალი გადაადგილების" შესახებ გადაწყვეტილებას შეინარჩუნებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიგრანტებმა შეაღწიონ ქვეყანაში. სინამდვილეში ევროკავშირი ბრიტანეთს ასეთ რამეს ვერ შესთავაზებს, რადგან ეს თავად მას არ აწყობს: თუ ერთ ქვეყნას ექნება ერთიან ბაზართან წვდომა და ამასთან თავად გააკონტროლებს იმიგრაციულ საზღვრებს, მაშინ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მოინდომებს ამის გაკეთებას.
- გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება ქვეყანას ისეთ ეკონომიკურ ზარალას მოუტანს, რომ ეს იქნება პოლიტიკური სუიციდი ნებისმიერი მთავრობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა.
ნაშრომის ავტორები პრობლების არსის 10-პუნქტიან ჩამონათვალს გვთავაზობენ:
- კონსერვატორულ მთავრობას პატარა - 12-მანდატიანი უმრავლესობა აქვს.
- პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ევროკავშირში დარჩენა სურს.
- ასევე დარჩენა სურს დეპუტატების უმრავლესობასაც. ეს პარლამენტის ცხადი სურვილი იყო, რადგან დეპუტატთა 70% და კონსერვატორების 50% სწორედ ამას უჭერს მხარს.
- მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი თეორიულად დატოვებს ევროკავშირს, მალევე, 2020 წელს, ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
- ბრიტანეთის მილიონი ამომრჩეველი ევროკავშირში ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ბრიტანეთის იმ მთავრობას, რომელსაც ევროკავშირიდან გასვლა სურს, მხარს არ დაუჭერს.
- ცალკეულ ბაზართან წვდომის ნაკლებობა ბრიტანეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
- ნუთუ კონსერვატორებს მართლაც სურთ, რომ 2020 წელს არჩევნებში ისეთი პოლიტიკური კურსით მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ეკონომიკას აზიანებს და უმუშევრობას ზრდის?
- ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს "სპეციალურ გარიგებას" არ შესთავაზებს ერთიან ბაზარზე წვდომის შესანარჩუნებლად და არ ენდომება, რომ ბრიტანეთმა თავად აკონტროლოს საზღვარი მიგრაციული კრიზისი ფონზე, რადგან ეს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სურვილსაც წაახალისებს.
- ევროკავშირს შუძლია ბრიტანეთის ბანკს ერთიან ბაზარზე წვდომისთვის საჭირო ფინანსური მომსახურებები შეუწყვიტოს. ნუთუ კონსერვატორებს სურთ, რომ 2020 წლის არჩევნებში ისეთი პოლიტიკური კურსით მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სპობს სისტემას, რომელიც ბრიტანეთის გადასახადების 11%-ს იხდის?
- 50-ე მუხლის ამოქმედება შექცევადი პროცესია! ბევრმა ამის შესახებ არც იცის. ბრიტანეთს შეუძლია ფორმალურად აამოქმედოს 50-ე მუხლი და შემდეგ გააუქმოს მისი მოქმედება - შეწყვიტოს ბრექსითი, თუ ქვეყნა ასე გადაწყვეტს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტატიის ავტორი ასკვნის, რომ ბრიტანეთი ამჯობინებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს იმ დროს, როდესაც სინამდვილეში არ ტოვებს მას, ვიდრე მართლაც გავიდეს ევროკავშირიდან. ამასთან, პუბლიკაციის ავტორია განმარტავს, რომ 2020 წლის მერე არჩეული ბრიტანეთის ახალი ხელისუფლებაც იმავე არჩევნის წინაშე აღმოჩნდება.
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
კომენტარები