8 მიზეზი, თუ რატომ არის ფინეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო
საერთაშორისო კვლევებში, რომლებიც განათლების სისტემის წარმატებას ეხება, ფინეთი ხშირად ლიდერის პოზიციაში გვხვდება.
ჰარვარდის პროფესორმა, ჰოვარდ გარდნერმა, ამერიკელებს ურჩია კიდეც, რომ ფინეთისგან მაგალითი აეღოთ:
"ისწავლეთ ფინეთის გამოცდილებიდან, ამ ქვეყანას ყველაზე ეფექტიანი სკოლები აქვს".
გთავაზობთ იმ რვა მიზეზს, რომელიც ფინურ განათლების სისტემას განსაკუთრებულსა და წარმატებულს ხდის.
1. კონკურენციაზე უფრო მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა
ფინეთი მიხვდა, რომ სკოლებს შორის მეტოქეობა ბავშვებს არ ეხმარებოდა და უფრო ეფექტიანი მათ შორის თანამშრომლობა და შეთანხმების არსებობა იყო.
მასწავლებლები ტრენინგებს გადიან, რომ საკუთარი ტესტები შექმნან და არა, სტანდარტული ტესტები.
"ფინეთში პასუხისმგებლობის შესაფერის სხვა სიტყვას ვერ იპოვით", - ამბობს განათლების ექსპერტი პასი სალბერგი. მასწავლებლების ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე სანდოა ფინეთში. მათ პროფესიონალიზმისთვის მოტივაცია და კონკურსი არ სჭირდებათ, რადგან...
2. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და პატივსაცემი პროფესიაა
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთში მასწავლებლების ანაზღაურება დაბალი არაა. მათ მაღალი ღირებულება აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფინეთმა ბავშვების განათლებაში, როგორც უწყვეტ განვითარებაში, დიდი კაპიტალი ჩადო.
იმისთვის, რომ ფინეთში მასწავლებელი გახდე, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, მაგისტრის ხარისხი გქონდეს და ამასთან ერთად, ამერიკის სამედიცინო სკოლის მსგავსი სამოქალაქო პროგრამა გქონდეს გავლილი.
3. ფინეთი ეყრდნობა კვლევის შედეგებს
ფინეთში, კვლევების მონაცემებს არასდროს უყურებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. მთავრობა საგანმანათლებლო სისტემაში გადაწყვეტილებებს ეფექტიანობაზე დაყრდნობით იღებს - თუ მონაცემები შედეგების გაუმჯობესებას აჩვენებენ, განათლებისა და კულტურის მინისტრი იდეას შანსს აძლევს.
4. ფინეთს არ ეშინია ექსპერიმენტების
კვლევებზე გაყოლის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი ისაა, რომ ისინი სიახლეებს სთავაზობენ. ფინეთში, მასწავლებლებს სისტემა უფლებას აძლევს თავისი საკუთარი მინი-ლაბორატორიები ჰქონდეთ, სადაც სწავლების საკუთარი სტილი ექნებათ.
5. თამაშისთვის დროის გამოყოფა უმნიშვნელოვანესია
ფინეთის კანონმდებლობის მიხედვით, ყოველი 45 წუთის შემდეგ, მოსწავლეები 15 წუთით ისვენებენ და თამაშობენ. ქვეყანაში მარტივი წესი მოქმედებს - ბავშვები ბავშვებად რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩნენ. იქ ბავშვების ვალდებულება არაა ძალიან სწრაფად გაიზარდონ, ჩააბარონ უამრავი გამოცდა და სწრაფად დაიმახსოვრონ ბევრი ინფორმაცია.
კვლევის მიხედვით, იმ ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილებს შორის 15 წუთით ისვენებენ, უფრო მაღალი მოსწრება აქვთ.
6. ბავშვებს ძალიან ცოტა დავალება აქვთ
ფინეთის სკოლა ადგილობრივ ბავშვებს დიდ ცოდნას აძლევს, თუმცა არის ერთი რან, რაც ბავშვებს სკოლიდან ცოტა მოაქვთ - ეს დავალებებია.
სტრატეგიის ფილოსოფია იმაშია, რომ ბავშებმა განათლება სკოლაში, მასწავლებლებისგან უნდა მიიღონ, ოჯახში კი სხვა ფასეულობები ისწავლონ. ასევე, ყურადღება ექცევა თავისუფალ დროს, რომელიც ბავშვებმა ოჯახის წევრებთან უნდა გაატარონ და არა სასკოლო დავალებებთან.
7. სკოლამდელი განათლება მაღალხარისხიანი და უნივერსალურია
ფინეთში, მშობლებს ყველა პირობა აქვთ, საკუთარი შვილებისთვის ხელის შესაწყობად. 3-დან 7 წლამდე ბავშვების 97% სკოლამდელ განათლებას იღებს. ბაღებში ყოფნისას, ბავშვები თამაშობენ, სოციალურ ურთიერთობებს სწავლობენ და სასკოლოდაც ემზადებიან.
8. კოლეჯი უფასოა
ფინეთის მოსახლეობისთვის უმაღლესი განათლების მიღება უფასოა, მშობლებს დიდი კრედიტების აღება არ უწევთ შვილებისთვის სწავლის დასაფინანსებლად.
უფასოა როგორც ბაკალავრიატი, ასევე მაგისტრატურა და დოქტორანტურა. მათ საგანმანათლებლო ხარჯებს სახელმწიფო და გადასახადის გადამხდელები იხდიან.
"ახალგაზრდებს არ უწევთ იმაზე ფიქრი და ნერვიულობა, თუ როგორ იშოვონ ფული განათლების მისაღებად", - ამბობს საერთაშორისო მობილური ცენტრის გენერალური დირექტორი, პასი საჰლბერგი.
სისტემის ეს ნაწილი ეყრდნობა ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც, განათლება და უმაღლესი განათლება ადამიანის უფლება და საზოგადოების თანასწორობის მთავარი გამომხატველია.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
კომენტარები