დღეიდან ბილაინის მომხმარებელს შეუძლია სარგებლობა ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით. პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და მისი ყიდვიდან 3 საათის განმავლობაში მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით სარგებლობა 3 საათის განმავლობაში შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3-საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3-საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბილაინის ვებსაიტზე.