ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეაფასეს.

შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერმა ბრიფინგზე თბილისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მან დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სრული მხარდაჭერა.

"ვესტ მიჩელმა საქართველოში ვიზიტისას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ემხრობა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. მიტჩელმა, ვიზიტის დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი მოინახულა. იქ ამ დრომდე რჩება რუსეთის ჯარი, რაც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ხდება", - განაცხადა ჰეზერ ნაუერმა.