პარასკევი ანდრეს ინიესტასთვის განსაკუთრებული დღეა, კაპიტანი ბარსელონას ოფიციალურად დაემშვიდობა. ნახევარმცველმა ესპანურ კლუბში 22-წლიანი კარიერა დაასრულა.

"როგორც უკვე აღვნიშნე, ბარსელონას წინააღმდეგ არასოდეს ვითამაშებ", - აღნიშნა ინიესტამ, რომელმაც 33 წლის ასაკში 669 მატჩი ჩაატარა და 31 ტიტული ბარსელონასთან ერთად მოიგო, ხოლო სამიც ესპანეთის ნაკრებში.

"ჩემთვის ძალიან მძიმეა დამშვიდობება, როცა მთელი ჩემი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული".

ანდრესმა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ კოპა დელ რეის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. ის შეხვედრა ბარსელონამ 5:0 მოიგო და ჩემპიონიც გახდა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონშიც კატალონიელებს ჩემპიონობა თითქმის გარანტირებული აქვთ.