25 აპრილს, ფაბრიკა თბილისში შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი გაიმართება.

სამიტი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ბიზნესში, განათლებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ინტეგრირებას მიმოიხილავს.

შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეუძლიათ.

მონაწილეებს საშუალება ეძლევათ:

  • ინტენსიური სესიებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში ბლოკჩეინის ინდუსტრიაში მოღვაწე მოწინავე სპეციალისტებს შეხვდნენ;
  • ახალი ტექნოლოგიების მრავალფეროვანი შესაძლებლობები განიხილონ.

სამიტის ფარგლებში განიხილება განაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგია (distributed ledger technology), მისი ფინანსურ ტექნოლოგიებზე ზემოქმედება და შავი ზღვის რეგიონში ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.

15 ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელს შორის (ჩინეთი, ირლანდია, სომხეთი, მოლდოვა, ნიდერლანდი, უკრაინა, აშშ, პოლონეთი) მოლდოვას ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი — ვიატისლავ კუნევი და ნიდერლანდის კრიპტოაკადემიის დამფუძნებელი იან რობერტ სჩუტსი არიან.

შონ მალკოჰი

"შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი რეგიონში უპრეცედენტია და მონაწილეებს უდიდეს შესაძლებლობებს სთავაზობს, ბლოკჩეინის პოტენციალი განვითარებად მარეგულირებელ გარემოს მიუსადაგონ. სამიტის დამსწრეებს საშუალება ექნებათ, პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორებს შეხვდნენ და ბლოკჩეინის სფეროს პროექტები განიხილონ," — აცხადებს სპოტკოინის სტრატეგიული დირექტორი შონ მალკოჰი.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში დაფუძნებული ინოვაციური კომპანია — სპოტკოინია, რომელიც მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში ახალი ეკონომიკის პლატფორმა განავითაროს. ეს არის საქართველოში დაფუძნებული ამერიკული კომპანია, რომლის მისიაა ციფრული ვალუტა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. კომპანია სპოტკოინმა 2016 წლიდან 30-მდე თანამშრომელი დაასაქმა, 2018 წლის 1 მაისს კი საკუთარი ტოკენის პირველად საჯარო შათავაზებას (ICO) იწყებს, რომლის მოგებაც ციფრული ვაჭრობის გლობალური პლატფორმის შექმნას და მაინინგის გარემოსდამზოგავი ოპერაციების დანადგარების შეძენას მოხმარდება. (ტოკენის ინვესტირების მიმართულებით შეზღუდვა ჩინეთის, სამხრეთ კორეის და აშშ-ს მოქალაქეებს ეხებათ).