ეგვიპტეში აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი პაპირუსის ქაღალდი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სექსუალური ძალადობის თემაზე პირველი ჩანაწერია. როგორც პაპირუსის ქაღალდზე წერია, ძვ.წ. 1 200 წელს ქალაქ ლუქსორში კაცს, სახელად პანები, ბრალი კორუფციასა და სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს.

პანები მხატვარი იყო და ის სამეფო ოჯახის წევრებისთვის სამარხებს ხატავდა, თუმცა ბრალდების გამო მან სამსახური დაკარგა და მეტიც, სექსულური ძალადობისთვის მას სასჯელად სიბნელეში ყოფნა მიუსაჯეს.

პაპურისის ქაღალდზე წერია, რომ პანებმა სამსახური მოტყუებით დაიწყო, შემდეგ კი სამეფო სამარხების გაქურდვა დაიწყო. გარდა ამისა, ის ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა რამდენიმე ქალზე.

აღსანიშნავია, რომ მის პანების შესახებ სხვა ჩანაწერებიც არსებობს და ის ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში მე-19 სეუკუნიდან ინახება.