JAMnews-ის წყარო: ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა
22 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო. ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
JAMnews-ის კონფიდენციალური წყაროს ცნობით, საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გვამს შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ასევე თავის ტვინი ამოცლილი ჰქონდა.
სავარაუდოდ, ორგანოები რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დროს სინჯების ასაღებად ამოიღეს.
სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების დროს გვამის თავის ქალა, გულმკერდისა და მუცლის ღრუ იჭრება და იხსნება. პროცედურულად, შინაგან ორგანოებს სხეულიდან იღებენ და ქსოვილოვან ანათალებს აჭრიან; ანათალის ნიმუშების აღების შემდეგ ორგანოებს, როგორც წესი, ისევ სხეულში აბრუნებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, ტატუნაშვილის შემთხვევაში, ეს ასე არ მომხდარა.
"ამ ექსპერტიზას, პრაქტიკულად, არ შეუძლია ობიექტურად დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, – ამბობს წყარო, – ცხინვალი ამბობს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ქართველ ესპერტები კი ამას ვერ დაადგენენ, რადგან გვამს ეს ორგანოც ამოცლილი აქვს. გვამური მასალა ძალიან მწირია. არც იმის დადგენა შეიძლება, მოხდა თუ არა შინაგანი ორგანოების დაზიანება [სიცოცხლის დროს]. ამდენად, ძნელი იქნება სიკვდილის მიზეზზე იმსჯელო. ვერ გეტყვით, ამ გამოწვევას ექსპერტიზა როგორ გაართმევს თავს".
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რომ ექსპერტიზას "არასაკმარისი მასალით" გადაეცა, ამას ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშირისო ცენტრი ემპათიაც ადასტურებს.
12 აპრილს ემპათიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
"ა.წ. 20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელის შეშლის მცდელობას".
შინაგანის ორგანოებისა და ტვინის გვამში არარსებობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და არც უარყოფენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
"სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ექსპერტიზის მიმდინარეობის მომენტში არანაირი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ერთი ჩვენი ექსპერტი ამაზე ინფორმაციას არ გასცემს, სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდება. ეს დეტალები იმ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა გადაამოწმოთ, ვინც ჩვენ ექსპერტიზა დაგვიკვეთა - პროკურატურასთან", - გვითხრა ეკა ჭუმბურიძემ, ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
"აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მათ. რაც შეეხება ჩვენს კომპეტენციას, ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვებზე ვერ გიპასუხებთ", - უთხრეს JAMnews-ს პროკურატურის პრესსამსახურში.
საქართველოში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მთავარი მწარმოებელი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ორი ექსპერტიზა ჩაუტარდა - ერთი რუსეთში და მეორე საქართველოში. ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის პასუხი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
ოსური მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზა მოწმობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ამჟამად არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შსს-ს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განძრახ მკვლელობას გულისხმობს; პირველი თავისუფლებას აღკვეთას გულისხმობს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო მეორე – ორიდან ოთხ წლამდე.
ამ ეტაპზე უცნობია, ჩართულია თუ არა გამოძიებაში რომელიმე უცხოელი ექსპერტი ან ხომ არ იგეგმება უცხოელი პარტნიორების საქმეში ჩართვა.
სტატია სრულად წაიკითხეთ JAMnews-ზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები