ამერიკული სერიალი "ქალბატონი სახელმწიფო მდივანი", რომელშიც აფხაზეთი დამუკიდებელ ქვეყადან არის ნახსენები, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ adjaranet.com-სა და iMOVIES.ge-ს ააღებინა.

კომისიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ ვებგვერდებმა კომისიას ვერ წარუდგინეს სერიალის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სერიალის მეოთხე სეზონის მე-14 სერიაში სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთში, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.