რუსუდან გოცირიძე

22 Mar. 2018, 14:16

ახლა ადვილია ვინმემ იფიქროს, რომ რა მარტივია ვინმეს "გაფუჭება", შეიძლება კამპანია ააგორო და ფაქტიურად წერტილი დაუშვა ადამიანის ცხოვრებას, შელახო რეპუტაცია, დაუმთავრდეს კარიერა და ა.შ. ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს...

ძალიან ბევრი ადამიანი მკვლელობაზე მჯდარა ათეულობით წელი ციხეში და აღმოჩენილა მერე, რომ უსამართლოდ იყო. მაგრამ ამის გამო არავის უთქვამს, რომ ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ ადამიანები, ამ მიმართულებით არ უნდა წარვმართოთ სამართლებრივი პროცედურები.

საფრთხე ნებისმიერ დონეზე არსებობს, რომ შეიძლება ვინმე უდანაშაულო მოჰყვეს ამ ხაფანგში, მაგრამ ამის შიშით ამ პროცესებზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, რომ იქნება უსამართლობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც ბევრი ხანი ხმას ვერ იღებდნენ ზუსტად იმ წნეხების გამო, რაზეც თამარი [ჩერგოლეიშვილი] საუბრობდა.

ძალიან ძნელია ქალმა საჯაროდ განაცხადოს, გინდა გაუთხოვარმა, ვისაც უფრო მეტი წნეხი არ აქვს. როდესაც მეუღლე არსებობს, ამას კიდევ უფრო მეტად უჭირს, რომ ძალადობაზე ისაუბროს...

პირველი რეაქცია, რაც ჩვენს საზოგადოებას მოსდის არის ის, რომ "ნეტა, რაში არის მსხვერპლი დამნაშავე, რატომ გაერია ამ შარში?".

მასკულინურ კულტურაში კაცს ჰგონია, რომ თამაშის წესებს თვითონ ადგენს. დღეის მერე კაცები ორჯერ იფიქრებენ, ვიდრე ფლირტის პირველი მცდელობის მერე, როდესაც უარი დაუხვდებათ, ამას ხელმეორედ გაიმეორებენ. და კარგად დაფიქრდებიან ხომ არ უახლოვდებიან იმ ზღვარს, სადაც ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, სადაც შევიწროებულად გრძნობს თავს, სადაც მოაბეზრებ თავს და სადაც ადამიანს აღარ სჭირდება უფრო შორს წახვიდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება…