NBA-ის ორგზის ჩემპიონმა და All Star-ის მატჩის 12-გზის მონაწილემ, ლეგენდარულმა აიზია თომასმა კალათბურთის ისტორიაში საკუთარი ფავორიტები დაასახელა. მისი აზრით, ულაპარაკოდ საუკეთესო ქარიმ აბდულ-ჯაბარია, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო ნაწილი ის გამოდგა, სადაც აიზია ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანს ადარებს:

"იცით, მწვერვალი ქარიმია. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა სკოლაში. არც კი ვიცი, წაუგია თუ არა იქ. მან მხოლოდ ერთხელ წააგო კოლეჯის კალათბურთში. შემდეგ NBA-ში მოვიდა და ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. იგი ლიდერობს ქულებსა და მოხსნებში. ჯერ ქარიმია და შემდეგ მოდიან ჯორდანი და ლებრონი. აქ უკვე გემოვნების ფაქტორი წყვეტს. თუ მე რომელიმეს არჩევა მომიწევდა, მაშინ ლებრონს ავირჩევდი. ჯორდანი ჩაგდებული ქულებით გაჯობებს, ჯეიმსი კი დამაგარცხებს ყველა კომპონენტში. იგი ხსნის, პასებს არიგებს, გუნდელებს უკეთ თამაშში ეხმარება. იგი უფრო დიდია, უფრო სწრაფიც და უფრო ძლიერიც", - განაცხადა თომასმა.