არასამთავრობოები თანდოიანცის ეკლესიის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნებას ითხოვენ
ფოტო: EMC
არასამთავრობო ორგანიზაციები, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოს მოუწოდებს, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემული თანდოიანცის ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის დაბრუნება.
EMC-სა და TDI-ის ცნობით, თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე დავა პრეცედენტული მნიშვნელობისაა.
"მსგავსი პრობლემა სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც აწუხებს. შესაძლებელია, სამართლიანმა სასამართლო გადაწყვეტილებამ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკა დადებითი კუთხით შეცვალოს", - ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 13 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.
თანდოიანცის ისტორიული ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის პროცესი
“თანდოიანც სურბ ასტვაწაწინი” (თანდოიანცის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია) თბილისში, აღმაშენებლის #38 მდებარეობს. საბჭოთა ოკუპაციამდე, ტაძარი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას ეკუთვნოდა. თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულებით “ტფილისის სომხის ხვთის მშობლის ტანდოევის რელიგიური საზოგადოება” დაიხურა და ჩამოერთვა რელიგიურ თემს. 1927 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის შენობა ჩაიბარა „ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ”. ამის შემდეგ, შენობა სხვადასხვა საჯარო ფუნქციით გამოიყენებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკლესიის ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია წლების განმავლობაში ითხოვდა “თანდოიანცის” ეკლესიის დაბრუნებას სახელმწიფოსგან, თუმცა უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2017 წლამდე, აღნიშნული ეკლესიის კონფესიურ ან ისტორიულ მესაკუთრეობაზე პრეტენზია ან/და ინტერესი არ გამოუხატავს არცერთ სხვა რელიგიურ თემს, მათ შორის, არც საქართველოს საპატრიარქოს.
საქართველოს საპატრიარქომ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე ეკლესიის შენობის, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით 2017 წლის 23 ივნისს მიმართა. საპატრიარქოს დასაბუთებით აქ მდებარეობდა წმინდა ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძრის ნანგრევები.
ეკლესიაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული. 2017 წლის 28 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიმართა ეკლესიაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით.
2017 წლის 10 ივლისს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საპატრიარქოს მიმართვის საფუძველზე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლება მოთხოვნილ ქონებაზე.
„ამან საშუალება მისცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წლის 26 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს სახელზე დაერეგისტრირებინა 4591 კვ. მეტრი მიწა და მასზე არსებული ისტორიული ეკლესიის შენობა“, - ნათქვამია TDI-სა და EMC-ის ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ქონების მართვის სააგენტომ, ისევე საჯარო რეესტრმა, გადაწყვეტილება ნაგებობის კონფესიური და ისტორიული კუთვნილების სათანადო შესწავლის გარეშე მიიღო. ადმინისტრაციული ორგანოები ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნისა და გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილ ზოგად ინფორმაციას დაეყრდნენ, რომლის თანახმადაც:
“დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარეობს ნაეკლესიარი, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის ისტორიული წყაროები და რუკები, კერძოდ, ამ ადგილას, რომელიც სოფელ “კუკიად” არის აღრიცხული ტფილისისთვის 1800-1802 წლების გეგმაზე აღნიშნულია გალავანშემორტყმული ტაძარი, კოშკებ ჩაშენებული ბურჯებიანი ციხე-გალავნითა და საკუთარი ბაღით. ამ ადგილს ეწოდებოდა აგრეთვე “ახალსოფელი” და საარქივო მასალებით დასტურდება, რომ 1814-1816 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის თაოსნობით აქ აშენდა წმ. ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძარი”.
ამ დროისთვის, საქართველოს საპატრიარქო თანდოიანცის ეკლესიის ტერიტორიაზე ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებს. TDI-სა და EMC-ის ცნობით, სამუშაოების მეთოდები და მასშტაბი სცდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებს და უკანონო ხასიათს იღებს. 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, დაზიანებული ეკლესიის ფუნდამენტი ნაწილობრივ ამოთხრილია, ეკლესიის შემოგარენი დასუფთავებულია ნანგრევი ქვებისგან და ტერიტორიაზე მიმდინარეობს სავარაუდოდ სამშენებლო და გათხრითი სამუშაოები.
"არსებობს მაღალი რისკი, რომ მიმდინარე პროცესით ზიანდება და იშლება ნაგებობის ისტორიული და კულტურული მახასიათებლები. ამ პროცესზე სახელმწიფო სათანადო კონტროლს არ ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიით ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის თებერვალში უკანონოდ გამოთხრილი ნარიყალას ციხის საძირკვლიდან ამოღებული ძველი აგური, აღმაშენებლის 38-ში, თანდოიანცის სომხურ ეკლესიის ტერიტორიაზე გადაიტანეს და ის განკუთვნილია თანდოიანცის ეკლესიაზე ახალი, ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, სამნავიანი ბაზილიკის აშენებისთვის.
ფოტო: EMC
მიმდინარე სამართლებრივი დავების მიმოხილვა
2018 წლის 5 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ სასმართლოში გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს სახელზე დარეგისტრირდა აღმაშენებლის #38-ში მდებარე ეკლესია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული აქვს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა მოკვლევისა და საკითხის ჯეროვანი შეფასების გარეშე. "საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ შეისწავლა ფაქტები ეკლესიის კონფესიური კუთვნილების თაობაზე. უხეშად უგულებელყო კანონმდებლობის მოთხოვნები და სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, საკუთრებაში დაურეგისტრირა საპატრიარქოს უძრავი ნივთი", - ნათქვამია TDI-ისა და EMC-ის ერთობლივ განცხადებაში.
2018 წლის 5 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, როგორც სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს” ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელემ მოითხოვა იმ აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც სააგენტომ, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის გარეშე გააუქმა სახელმწიფოს საკუთრების უფლება ეკლესიაზე და საშუალება მისცა მართლმადიდებელ ეკლესიას დაერეგისტრირებინა იგი საკუთრებაში. მოსარჩელე, ამ შემთხვევაშიც, სადავოდ ხდის აქტის კანონიერებას, რამდენადაც ის არ ეფუძნებოდა ობიექტურად და სრულად შესწავლილ გარემოებებს და მხედველობის მიღმა დატოვა სომეხთა ეპარქია, რომელიც სახელმწიფოს წლების განმავლობაში სთხოვდა “თანდოიანცის” ისტორიული სომხური ეკლესიის დაბრუნებას.
2018 წლის 18 თებერვალს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელემ მოითხოვა სააგენტოს მიერ თანდოიანცის ეკლესიაზე გაცემული კვლევითი სამუშაოების ნებართვების ბათილად ცნობა და სამუშოების შეჩერება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საპატრიარქოს, როგორც განმცხადებელს, სააგენტოსთვის არ წარუდგენია “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით” გათვალისწინებული დოკუმენტები.
"საპატრიარქოს განცხადებაში მითითებული არ არის განსახორციელებელი კვლევითი სამუშაოების მოცულობა და შერჩეული მეთოდოლოგია, რაც ეკლესიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და მისი მნიშვნელოვანი მახასათიებლების წაშლის მაღალ რისკს ქმნის და სახელმწიფოს მიერ ამ პროცესზე კონტროლის შესაძლებლობას ასუსტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ საპატრიარქოსთვის თანდოიანცის ეკლესიის გადაცემა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე განხორციელდა, რაც მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს.
თანდოიანცის ეკლესიის ისტორია
თანდოიანცის ეკლესიის ისტორიის კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ განსახილველ ადგილას (იმ დროისთვის სოფელ კუკიაში) სომხური ეკლესის მშენებლობა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. პირველად 1850-იანი წლების დასაწყისში აიგო დროებითი ხის ეკლესია ადგილობრივი სომხური მრევლის მიერ. შემდეგ კი, 1866 წლის ახლო ხანებში აშენდა თანდოიანცის ეკლესია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხების ჩამოსახლება XVIII საუკუნის 70-იან წლებიდან (1770-იან წლებში) დაიწყო. ჩანს, რომ 1844 წლისთვის ამ ტერიტორიაზე ძველი სასაფლაო იყო მოწყობილი. მას შემდეგ რაც სოფ. კუკია თბილისს შემოუერთდა და დაიწყო მისი კეთილმოწყობა, ნელ-ნელა გაუქმდა სასაფლაო(1850 წელს შედგენილ რუკაზე სასაფლაო უკვე აღარაა აღნიშნული).
არსებული ისტორიული წყაროებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა ეკლესიის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. თანდოიანცის ტაძრის კონფისკაცია 1924 წელს სომხური ეკლესიისგან განხორციელდა. "ამდენად, ისტორიული წყაროების და არსებული ნაგებობის არქიტექტურული და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით არსებული ისტორიული შენობის სომხური წარმომავლობა სადავო არ შეიძლება იყოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები