"რუსეთის გამოძიებაზე" დებატები მწვავდება
ფოტო: AP
უკანასკნელ კვირებში შეერთებულ შტატებში გამწვავდა დისკუსია საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ბრალდებულთა ნაწილმა ბრალეულობა აღიარა, თუმცა გამოძიების შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია. "რუსეთის გამოძიება", როგორც მას შეერთებულ შტატებში მოიხსენიებენ, შესაძლოა, შემოდგომის შუალედური არჩევნების წინ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემად იქცეს.
რუსეთის გამოძიებაზე მომუშავე კონგრესის კომიტეტის წინაშე ბოლოს პრეზიდენტის მრჩეველი ჰოუფ ჰიქსი წარსდგა. კონგრესმენების ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემისგან მან თავი შეიკავა.
"ეს არ არის აღმასრულებელი პრივილეგია, ეს არის აღმასრულებელი მიჩქმალვა," - ასე შეაფასა ჰიქსის ჩვენება დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა.
რუსეთის ჩარევის გამოძიებას სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი მეთაურობს.
ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილმა მეთაურმა პოლ მანაფორტმა ფულის გათეთრებისთვის წაყენებული ბრალი აღიარა.გასულ კვირას მისმა ყოფილმა მოადგილემ რიკ გეითსმა აღიარა, რომ გამომძიებლებთან დაკითხვის დროს მოიტყუა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არჩევნებში რუსეთის ჩარევას სოციალურ მედიაში ისევ უარყოფს.
"ჩვენს მთავრობაზე ყალბი წარმოდგენები შექმნეს და ეს მთავრობას აზიანებს", - განაცხადა მან.
ტრამპის შეფასებას არ იზიარებენ სენატის უშიშროების კომიტეტში. სენატორ მარკ უორნერის თქმით, ეს უმნიშნელოვანესი საკითხია და სიმართლის დასადგენად მზადაა "მთელი დარჩენილი კარიერის მანძილზე" იმუშაოს.
ნორსისტერნ უნივერსიტეტის მკლვევარი კოსტას პანაგოპულოსი აცხადებს, რომ რუსეთის გამოძიება თეთრ სახლზე ბევრ ეჭვს აჩენს.
"ჩემი აზრით, ეს სერიოზული საფრთხეა. ჩვენ არ ვიცით რა დასკვნას გამოიტანს გამოძიება. არ ვიცით რამდენად სერიოზული იქნება ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ", - ამბობს ის.
ამ გამოძიებამ შესაძლოა ტრამპის ისედაც ისტორიულად დაბალ რეიტინგებზეც იმოქმედოს.
"თუ რესპუბლიკელები 2018 წლის არჩევნებში კონგრესში და სენატში უმრავლესობას დაკარგავენ, ეს ტრამპის პრეზიდენტობისთვის კატასტროფა იქნება", - ამბობს ჯონ ჰუდაკი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ტრამპის მთავარ მხარდამჭერებზე გამოძიებას გავლენა არ ექნება.
"რუსეთის გამოძიებას ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე ბევრად ნაკლები გავლენა ექნება, ვიდრე ამას მისი ოპონენტები ისურვებდნენ", - ამბობს მაიკლ ბარონი.
ამ ეტაპზე ყველა, პრეზიდენტის ჩათვლით, რუსეთის გამოძიების დასრულებას და მის მიგნებებს ელოდება.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები