iMedia Hub-ისა და Coub Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართა Coub-ერების დაჯილდოება. ღონისძიებაზე, რომელიც ფარბიკაში ჩატარდა, 2017 წლის საუკეთესო ქოუბერები ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

საუკეთესო ქოუბები - Mashup, Radio Coub, ქოუბი საუკეთესო ქართულ თემატიკაზე და საუკეთესო ქართველი ქოუბერი, სტატისტიკებსა და საერთაშორისო გამოხმაურებებზე დაყრდნობით შეირჩა.

ირაკლი კვინიკაძეს ქოუბები საერთაშორისო საუკეთესო ტოპებში რამოდენიმეჯერ შევიდა 2017 წლის განვმალობაში. რაც შეეხება გიორგი მეშველიანის ქართულ თემატიკაზე ქოუბს, ის ყველაზე მეტი ნახვით, გაზიარებითა და ლაიქებით სარგებლობს ყველა სხვა ქოუბებს შორის ქართულ თემატიკაზე 2017 წლის მონაცემებით.

რაც შეეხება ყველაზე დაუფასებელ ქოუბს ის 2017 წლის Hidden Gem-ის კატეგორიიდან შეირჩა. თავად კატეგორიის სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს, რომ ის უნდა ყოფილიყო დაუფასებელი მომხმარებლების მიერ შერჩეული.

ყველა გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზები და ქოუბის ქანდაკებები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიას ნომინირებული Coub-ების ავტორები და ამ ვიდეოების ყველაზე პოპულარული გმირები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გოგი წულაია, ერმალო მაღრაძე, პაატა თედიაშვილი და სხვ.

„აქამდე ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო კომედიური ჟანრის დაჯილდოება, თუმცა დღეს ყველა დარწმუნდა, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ქოუბების ინდუსტრია წავახალისოთ, რადგან ეს პლატფორმა გაცილებით დიდი პოტენციალის მატარებელია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ. ეს დაჯილდოებაც სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ქოუბერებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ ამ საქმის გასაგრძელებლად“, - ამბობს დაჯილდოების ორგანიზატორი ილო ღლონტი.

Coub Georgia და iMedia Hub აპირებს, რომ ქოუბების დაჯილდოებას ყოველწლიური სახე მისცეს, რაც ქოუბების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

საუკეთესო რადიო ქოუბი

რადიო ქოუბი გულისხმობს ათ წამიანი ვიდეოების ისეთ სერიას, რომელსაც კონტექსტის მიხედვით შეცვლილი აქვს ხმა ან დადებული აქვს სხვადასხვა მუსიკა.

ამ ნომინაციაში საუკეთესო გიორგი მჭედლიშვილი გახდა. მის მიერ შექმნილ ქოუბს მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ის მთელი წლის განმავლობაში საუკეთესოთა შორის იყო. ქოუბის ავტორმა სამი სხვადასხვა მუსიკა ერთ სიტუაციას მოარგო და ხალხის მოწონებაც დაიმსახურა.

საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე

ქართულ თემატიკაზე შექმინილი ქოუბის შინაარსი უნდა გამოხატავდეს ჩვენს რეალობაში არსებულ სიტუაციას. ამ ნომინაციაში საუკეთესო გიორგი მეშველიანი გახდა, რომელმაც ერთ-ერთი გამორჩეული ქოუბი გააკეთა.

„ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მიხარია, რომ ამ ნომინაციაში გავიმარჯვე. ჩემთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ უკეთესი ქოუბები შევქმნა. მომავალი წლისთვის ვეცდები, რომ ჩემი ქოუბებით საუკეთესო ქართველო ქოუბერი გავხდე, ყველაფერი წინაა“, - ამბობს გიორგი მეშველიანი.

გიორგი მეშველიანის მიერ ქართულ თემატიკაზე შექმნილი ქოუბი ყველაზე მეტი ნახვით, გაზიარებითა და ლაიქებით სარგებლობს ყველა სხვა ქოუბებს შორის, რომელიც ქართულ თემატიკაზე შეიქმნა.

საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი

დაუფასებელი ქოუბების ნომინაციაში ის ქოუბები მოხვდა, რომელიც ხარისხით ძალიან კარგია, მაგრამ ნახვების რაოდენობით მაინც და მაინც ბევრი ვერ დააგროვა. ამ კატეგორიის არსებობა აუცილებელია, რათა ასეთი ქოუბერების მოტივაციამ არ დაიკლოს და იგრძნონ, რომ მათ შრომას აფასებენ.

ამ კატეგორიაში გამარჯვებული ამირან ჯიმშერაშვილი გახდა. მისი ნომინაცია 2017 წლის Hidden Gem-ის კატეგორიიდან შეირჩა.

საუკეთესო Mashup

ამ ნომინაციის გამარჯვებული ირაკლი კვინიკაძე გახდა. მის მიერ შექმნილი ქოუბი რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს აერთიანებს, მათ შორის არის მუსიკისა და მონტაჟის საინტერესო შეხამება. 2017 წლის განმავლობაში, ირაკლი კვინიკაძეს ქოუბები საერთაშორისო საუკეთესო ტოპებში რამდენიმეჯერ შევიდა.

Menu.ge-ს რჩეული

Menu.ge ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო, რომელმაც საკუთარი რჩეულიც გამოავლინა. კომპანიის რჩეული სახელი-გვარი გახდა. მან ყველა გამარჯვებულის მსგავსად ქოუბის ქანდაკება მიიღო, Menu.ge-სგან კი 500 ლარის ოდენობის ბონუს ქულა, რომლითაც კომპანიის ქსელში არსებული რესტორნებიდან საჭმლის შეკვეთას შეძლებს.

კომპანიის მთავარი მიზანი იყო, წახალისებინა საკუთარი სეგმენტი - ინტერნეტისა და მარტივი აპლიკაციების მომხარებელი ახალგაზრდები.

საუკეთესო ქართველი ქოუბერი

2017 წლის საუკეთესო ქართველი ქოუბერი თემო გორისელი გახდა. მის მიერ შექმნილი ქოუბებით ძალიან ბევრი ადამიანი ერთობა, რაც მის წარმატებაზეც აისახა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ქოუბების კეთება ხელოვნების დონეზეა ჩემთვის, ამიტომ ვაპირებ გავაგრძელო ეს საქმიანობა. იმედია, დაჯილდოებები კვლავ ჩატარდება, რადგან ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციიაა“, - თქვა წლის საუკეთესო ქოუბერმა.

California Dream - პირველი ქართული არხია, რომელიც Featured გახდა. 2017 წლის მონაცემებით მას ყველაზე მეტი ფოლოუერი ჰყავდა.

ოუბების ინდუსტრიას ქართველი ქოუბერების მთავარი გმირებიც პოზიტიურად აფასებენ. ათ წამიანი ვიდეოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი, პაატა თედიაშვილი ამბობს, რომ მასზე გაკეთებული ქოუბებით ძალიან ერთობა და კოლექციასაც აგროვებს.

„მიხარია, რომ ქოუბერების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი ვარ. ამდენი ქოუბი არც ერთი საჯარო პირისთვის არ მიუძღვნიათ, რაც ძალიან მსიამოვნებს. მოხარული ვარ, რომ ჩემი სიმღერა სიყვარულის არმია შთაგონების წყარო გახდა ამდენი ნიჭიერი ადამიანისთვის. მათ აქვს ძალიან კარგი იუმორი და აზროვნება, რადგან შეუძლიათ ასოციაციური კავშირით შექმნან სასაცილო ქოუბები“, - აღნიშნავს პაატა თედიაშვილი.

ქოუბერებში ქართული კინოს მომავალს ხედავს ერმალო მაღრაძე, რომელიც ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა. მისი ფილმები არაერთხელ გამხდარა ქართველი ქოუბერების შთაგონების წყარო.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება. ეს ქოუბები ძალიან კარგად არის გაკეთებული, უნიჭიერესად. საქართველოში ბევრი დასავლელი რეჟისორი ჩამოსულა ქოუბების ნახვის შემდეგ, რაც ძალიან სასიხარულოა. მე იმედი მაქვს, რომ დღეს წარმოდგენილი ახალგაზრდები მომავალში ქარტთული კინოს მთავარი დასაყრდენები იქნებიან, რომლებიც ქართულ კინოს გაამდიდრებენ და აიყვანენ უმაღლეს მწვერვალზე“, - აღნიშნა ერმალო მაღრაძემ.

Coub Georgia Award 2017-ის გენერალური სპონსორი VEON Gerogia იყო. VEON ქართულ ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელიც პლატფორმა Coub-ს მარკეტინგული აქტივობებისათვისა და სოციალურ მედია არხად იყენებს.

ივენთის საინფორმაციო მხარდამჭრები იყვნენ: Marketer.ge, adjaranet.com, CHCHX
Production, რადიო ფორტუნა და ტვ პირველი.

ღონისძიება 17 თებერვალს ფაბრიკაში ჩატარდა. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, ბარ Dive x Fabrika-ში after party გაიმართა.