სოზარ სუბარი მუხტარლის განცხადებაზე: ჟურნალისტს ტყუილი არ ეკადრება, ბრალდებები უსაფუძვლოა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტს, აფგან მუხტარლის ტყუილი არ ეკადრება. ასე გამოეხმაურა მინისტრი საქართველოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის განცხადებას საქართველოს პრემიერისთვის მისი გატაცების პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
"ეს ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის მისი. მას შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს, მაგრამ ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის და მით უფრო ადამიანს, რომელიც არის ჟურნალისტი და რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ მუხტარლის მიერ მოყოლილი გატაცების დეტალები აბსურდულია, რაც ცხადყოფს, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლოა:
"რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდა საზღვარზე, ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა და იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს. მე ვიტყვი იმას, რასაც პირველივე დღეებში ვამბობდი, დღისით-მზისით თბილისის ცენტრში რომ ადამიანის გატაცება მოხდეს შეუძლებელია იქ არ იყოს რამდენიმე ათეული მოწმე, რომელიც იმავე წუთში დარეკავს პოლიციაში, იმავე წუთში გადაიღებს ამას ვიდეოზე და ჩვენ მოწმე ვართ, რომ მსგავსი რამეები ასე არ ხდება".
მუხტარლის განცხადებით, მის გატაცებაში მონაწილე პირები ქართველები იყვნენ და ამაზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს აკისრია, ვინაიდან პრემიერის თანხმობის გარეშე საზღვარზე ვერავინ გადაიყვანდა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა.
მუხტარლი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს. მისი თქმით, კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ნოემბერში აზერბაიჯანის სასამართლომ შინაპატიმრობაზე უარი უთხრა და მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
კომენტარები