აუდიტორია 115-ის მიმართვა თსუ-ს 100 წლის იუბილეზე - სრულად
ფოტო: თამუნა გეგიძე
აუდიტორია 115-ის წევრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება არ ჰქონდათ. მათ უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მიმართვის წაკითხვა სურდათ.
On.ge გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელი სახით:
"100 წლის წინ, უმძიმეს ვითარებაში, ქართველი ხალხის მიერ უნივერსიტეტის დაარსებამ საფუძველი ჩაუყარა თანასწორი და სახალხო სივრცის შექმნას. უნივერსიტეტს ჰქონდა არამარტო საგანმანათლებლო ფუნქცია, არამედ ის იყო ადგილი, სადაც მუდმივად იწყებოდა პოლიტიკური ცვლილებები, ხმოვანდებოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს სტუდენტები და ლექტორები თამაშობდნენ.
პირველი მოწოდება 1921 წელს უნივერსიტეტის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის, მიერ გაისმა, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. სწორედ ამ პერიოდში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არაერთი უნივერსიტეტელი შეეწირა.
გასაბჭოების შემდეგ უნივერსიტეტში დაიწყო ბრძოლა განსხვავებული შეხედულებების მქონე ძალებს შორის. მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის იდეებს იცავდნენ დაუპირისპირდა ბიუროკრატია და კომკავშირი. მათ შეძლეს და ჯავახიშვილიც გააძევეს უნივერსიტეტიდან.
სტალინის ხელისუფლებაში მოსვლი შემდეგ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიად, რომელიც ეფუძნებოდა სახელმწიფო კაპიტალიზმს. ძალაუფლებამ ხელში აიღო ელიტარული ჩინოვნიკების და ბიუროკრატების კლასმა. მათი სრული კონტროლის ქვეშ მოექცა აკადემიური სივრცე. ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში უნივერსიტეტის სტუდენტები მაინც ახერხებდნენ ორგანიზებას და იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას. ასე იყო 1978 წელსაც, როცა ლექტორები და სტუდენტები ქართული ენის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩებში. უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი მთავარი კერა საიდანაც დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისთვის.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უნივერსიტეტში გავლენა შეინარჩუნა ძველმა ბიუროკრატიამ, რომელსაც მოქმედების უფრო ფართო არეალი მიეცა. განადგურდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, შეწყდა მეცნიერული პროცესი.
"ვარდების რევოლუციის" შედეგად მთავრობაში მოსული რეჟიმი აცხადებდა, რომ ძველ ბიუროკრატიას დაუპირისპირდა. რეალურად კი, მათ უბრალოდ ძველი კლანები ახლით ჩაანაცვლეს. პარალელურად დაიწყეს კრიტიკული აზრის განდევნა. უნივერსიტეტიდან უსამართლოდ დაითხოვეს "გაბატონებული წესრიგის" წინააღმდეგ მებრძოლი ლექტორები. აღდგა "ოდეერის" ინსტიტუტი. სისტემამ არც სტუდენტური აზრის კონტროლი დაივიწყა და საკუთარ დასაყრდენად თავისივე ხელით შექმნა სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც დღემდე არსებობს.
მიუხედავად რეჟიმის მცდელობისა სრულიად დაემორჩილებინა საუნივერსიტეტო საზოგადოება, 2012 წელს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო. ჩვენ, ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის ნგრევას მოვითხოვდით, თუმცა ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად სისტემამ საკუთარი შინაარსი შეუნარჩუნა. პირველ რიგში, უცვლელი დარჩა ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე მსოფლიოში აკადემიური თავისუფლება უმთავრესად გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იმართებოდეს ბაზრის დაკვეთით. ამის საპირისპიროდ, დღეს პრიორიტეტია ვიწრო სპეციალიზების მქონე კადრების მომზადება, რომლებიც საქმდებიან კერძო სექტორში დაბალანაზღაურებად სამსახურებში. იგი აწარმოებს იაფ მუშახელს, რომლითაც საზრდოობს არსებული ეკონომიკური სისტემა. შედეგად ბევრი სამეცნიერო დარგი, რომელიც მომგებიანი აღარ არის, მხოლოდ ფორმალურად შემორჩა უნივერსიტეტში. აღარ მიმდინარეობს რეალური მეცნიერული მუშაობა და არ იქმნება ახალი ცოდნა.
უკვე წლებია უნივერსიტეტის სათავეში მოსული რექტორები, რომლებიც მხოლოდ მენეჯერული თვისებებით ცდილობენ თავის წარმოჩენას, გვთავაზობენ სტრატეგიას, რომელიც უნივერსიტეტს აქცევს ბიზნეს კორპორაციად. ამ მიდგომაში მეორე ხარისხოვანია მეცნიერება, პრიორიტეტს არ წარმოადგენს სტუდენტების ინტერესები. რეალურად კი, რექტორ-მენეჯერებს ავიწყდებათ, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელია უნივერსიტეტი მომგებიან კორპორაციად იქცეს. ამიტომაც, ისინი იძულებულნი არიან, სტუდენტების გაყვლეფის და პერსონალის დაბალი ხელფასების ხარჯზე შეინარჩუნონ მდგომარეობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები მოღვაწეობდნენ, დღეს სრულიად მოწყვეტილია თანამედროვე მეცნიერებას. ცხადია, რომ სტუდენტების გაცვლითი პროგრამები ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და კვლევითი პროგრამები, რათა მსოფლიო აკადემიური სივრცის პროვინციად არ დავრჩეთ. კრიზისის მასშტაბებს, რომლის წინაშეც ვდგავართ ყველაზე მკაფიოდ უჩვენებს ეკონომიკის ფაკულტეტზე შექმნილი ვითარება. ნაცვლად პლურალისტური მიდგომისა, აქ ვაწყდებით მკაცრად იდეოლოგიზირებულ გარემოს.
წლებია აქ ისწავლება მხოლოდ მეინსტრიმული ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიებთან, რაც სრულ თანხვედრაშია წინა და ახალი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. შესაბამისად, არ არსებობს სულ მცირე შანსიც კი, რომ ქვეყნის განვითრების ახალ მოდელზე, შესაძლებლობებზე ფიქრი და მუშაობა დაიწყოს. ასეთ ვითარებაში კი უნივერსიტეტი კარგავს თავის უპირველეს ფუნქციას.
დღეს უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის თავზე აქ არ მოვსულვართ მხოლოდ საუნივერსიტეტო, აკადემიურ სივრცესა და სტუდენტური პროტესტის ისტორიაზე სასაუბროდ. ჩვენ გვსურს იმ რეალობაზე მოგიყვეთ, რომელსაც თვალს არიდებთ, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა და უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ არ შევეგუებით. გვსურს იმ რეალობაზე მოგიყვეთ, რაზეც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოლიტიკური ელიტა არ ისაუბრებს, მაგრამ გაიგონებთ იმ ხალხის ხმას, რომლებიც დაივიწყეს და ვისი სიტყვაც ტყვიაგაუმტარი შუშის კაბინეტებში ვერ აღწევს.
- გაიგონებთ სტუდენტების ხმას, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ დაბალანაზღაურებად სამსახურებში, რათა სწავლის ფული გადაიხადონ და განათლების მისაღებად დრო აღარ რჩებათ. მათ სიტყვას, ვისაც სტატუსი შეუჩერდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;
- გაიგონებთ ხალხის ხმას, ვისაც ბანკებმა უკანასკნელი საცხოვრისი წაართვა, ვისაც ყოველთვიურად ხარკის გადახდა უწევს საფინანსო ორგანიზაციებისთვის;
- გაიგონებთ ადამიანთა ხმას, რომლებიც ყოველდღე მუხლჩაუხრელად მუშაობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა საკუთარი ოჯახები არჩინონ;
- გაიგონებთ განვითარებაწართმეული მოსახლეობის ხმას, რომელთაც ყოველდღიური გასაჭირის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშულებები შეატოვეს, ვინც პოლიციური რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა;
- გაიგონებთ მშრომელების ხმას, ვინც სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დასახიჩრდა, ვინც ყოველდღიურად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში აგრძელებს შრომას;
- გაიგონებთ ყოველი მეექვსე ბავშვისა და მოხუცების ხმას, ვინც დღეს შიმშილობს;
- გაიგონებთ სამსახურის მოლოდინში მყოფი ათი ათასობით უმუშევარი ადამიანის ხმას;
- თქვენ გაიგონებთ იმ ხალხის ხმას, რომლებიც პერიფერიებში ყოველდღე ებრძვიან უიმედობას, სიღატაკეს, სიცივეს, შიმშილს, გაჭირვებასა და უსახლკარობას;
- გაიგონებთ ხალხის ხმას, რომლებიც გარიყეს და ყოველდღიურად იჩაგრებიან.
დღეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება განვითარების ახალი გზა, მოქალაქეების უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელია არსებული ვითარება. ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ბიზნეს ელიტა და მათთან დაახლოებული ინტელექტუალები გამოდიან. უკიდურეს უთანასწორობას და სოციალურ რასიზმს მთავრობები მკაცრი პოლიციური რეჟიმის დახმარებით ინარჩუნებენ.
სწორედ ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია ორგანიზება ამ თავზეხელაღებული წესრიგის წინააღმდეგ,რომელმაც უკვე შეიწირა ასობით ადამიანი.
აქამდე ჩვენ გვთავაზობდნენ მენეჯერების მოხაზულ ფასადურ რეფორმებს, დღეს ჩვენ ვიცით,რომ გვჭირდება ცვლილებები,რომელიც დაეფუძნება მეცნიერულ მიდგომას, პროგრესს უკეთესი ცხოვრებისთვის. თავისუფლებისა და თანასწორობისათვის."
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
კომენტარები