კომპანია, რომლის ნამუშევარიც კალაძემ თბილისში დაიწუნა, ბათუმში 62 მილიონად სპორტკომპლექსს აშენებს
კომპანია, რომლის ნამუშევარიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაიწუნა, ბათუმში, სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით, 62 მილიონად სპორტულ კომპლექსს აშენებს.
თბილისის მერმა დღეს, 9 იანვარს, მუხიანში რაგბის სპორტული კომპლექსის გახსნიდან შვიდი თვის შემდეგ, მის მდგომარეობაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, 2017 წლის მაისში გახსნილი, 7 მილიონ ლარად რეაბილიტირებული კომპლექსი ახლიდან არის შესაკეთებელი.
"ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე სარეაბილიტაციოა თავიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაა გასახდელებში, კორიდორებში", - აღნიშნა კალაძემ და დასძინა, რომ მერიის თანამშრომლები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
კომპლექსის ასაშენებლად დადებული ხელშეკრულება
თბილისის მერიამ მომსახურება ტენდერის სახით შპს საბა კონსტრაქშენისგან შეისყიდა და 6 932 651 ლარი გადაიხადა. ხელშეკრულება 2016 წლის 18 მაისს გაფორმდა და მასში გათვალისწინებული იყო: სამწლიანი საგარანტიო პერიოდი, ბუნებრივი ბალახის მოედნის მოვლა-პატრონობაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება და ზედამხედველობა მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ოთხი მოედნის განახლება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსში გათვალისწინებულია სავარჯიშო დარბაზის მშენებლობაც და 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. გარდა ამისა, სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.
შპს საბა კონსტრაქშენი ერთადერთი კომპანია არ იყო, რომელიც ამ ტენდერში მონაწილეობდა. მან თავის ერთ-ერთ კონკურენტზე შპს ალიანსზე, 1 ლარით ნაკლებად შესთავაზა მერიას სამუშაოს შესრულება და ხელშეკრულებაც გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში ცვლილება 2-ჯერ შევიდა და სტადიონის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა 10 პროცენტით, 630 152 ლარით გაიზარდა. თანხის ცვლილება სტადიონის პროექტში შეტანილი ცვლილებითაა დასაბუთებული.
გამარჯვებული კომპანიის გამოცდილება
შპს საბა კონსტრაქშენი, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანია სახელმწიფოს დაკვეთებს 2013 წლიდან ასრულებს. კომპანიამ სახელმწიფოსთან რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების ხელშეკრულებები დადო. ბოლო ხელშეკრულება სპორტკომპლექსის აშენებაზეა. შპს სტადიონთან (მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) დადებული ხელშეკრულებით კომპანიამ 61 977 777 ლარად ბათუმში სპორტკომპლექსი უნდა ააშენოს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები