თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, დღის განმავლობაში, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს:

"საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს".

მან ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.