ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი გალერეაში გამოფენა მოეწყო. გალერეა ოცხელის 30 რესტავრირებულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცულ კოლექციასაც მასპინძლობს.

აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინა. გამოფენაზე მისულმა დამთავლიერებლებმა ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს: ოცხელის ჩანახატებით გაფორმებული დღიურები და ესკიზები. გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რომ ოცხელის შესახებ გადაღებული ფილმი ენახათ.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

პეტრე ოცხელის ხელოვნება იზიარებს მის თანადროულ იდეებს კონსტრუქტივიზმის ზოგადი ფორმაციის შესახებ. ამასთან, მისი მხატვრული ფორმა სრულიად სხვა მიმართულებასაც ავითარებს. ოცხელი ფორმას მითოსურ და კოსმოლოგიურ ნარატივაზე აგებს სწორედ ამიტომ, მისი პერსონაჟები ყოველთვის ამაღლებული იერით გამოირჩევიან.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ქართული თეატრის მხატვარი პეტრე ოცხელი 1907 წელს ქუთაისში დაიბადა. პირველად 1927 წელს თბილისის მუშათა თეატრში ანატოლი ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები" გააფორმა. მომდევნო წელს კოტე მარჯანიშვილმა იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია. პეტრე ოცხელი დამაარსებელია ქართული სცენოგრაფიული სკოლისა, რომელსაც მარჯანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1937 კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.

1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს.