თურქული მედია: ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი მოკლეს
ფოტო: ამერიკის ხმა
განახლება: ნიუსის თავდაპირველ სათაურში არ ეწერა სიტყვა "სავარაუდოდ". ის თურქული მედიასაშუალება, რომელსაც დაეყრდნო Daily Sabah, მხოლოდ ვარაუდის დონეზე წერს, რომ მოკლულთაგან ერთი ჩატაევია.
თურქული პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალება Daily Sabah ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი აჰმედ ჩატაევი. Daily Sabah ეყრდნობა სხვა თურქულ გამოცემა Haberturk-ს. Haberturk ვარაუდობს, რომ მოკლულებს შორის აჰმედ ჩატაევია, თუმცა არ ასახელებს, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.
აჰმედ ჩატაევი თურქეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2016 წელს განხორციელებული ტერაქტის ავტორად. აღნიშნულ ფაქტს მაშინ 45 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც Daily Sabah წერს, ჩატაევმა და მისმა თანამებრძოლებმა საქართველოს საზღავრი არალეგალურად გადაკვეთეს და მათ სამართალდამცავებს დანებებაზე უარი უთხრეს.
აჰმედ ჩატაევი საქართველოში 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციისას დააკავეს. ის იყო მომლაპარაკეებლი საქართველოს ხელისუფლებასა და მებრძოლებს შორის, რომლებიც მოგვიანებით, პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს ლაფანყურის ტყეში.
ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის წაუყენეს, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, ჩატაევი წინასწარი პატიმრობიდან პროკურატურის მოთხოვნით გირაოთი გაათავისუფლეს. 2013 წლის იანვარში კი ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის გამო და გირაოს თანხაც უკან დაუბრუნდა. მან საქართველო დატოვა. ბოლო წლებში ის სირიაში იმყოფებოდა და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა.
21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.
სპეცოპერაციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სკოლასა და სამ ბაღში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სპეცოპერაციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება ამ დრომდე უცნობია.
ქართული სამართალდამცავი უწყებები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა იდენტიფიცირება.
-
საქსტატი: თებერვალში თევზეულზე ფასები გაიზარდა 23.1%-ით, პურზე და ხილზე —13%-ით საქსტატი: თებერვალში თევზეულზე ფასები გაიზარდა 23.1%-ით, პურზე და ხილზე —13%-ით
გადახედვა
-
3+1 — აღმოაჩინეს უიშვიათესი ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც მნათობთა "კვარტეტია" 3+1 — აღმოაჩინეს უიშვიათესი ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც მნათობთა "კვარტეტია"
გადახედვა
-
ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს ალი ხამენეის ვაჟი — მოჯტაბა ირანის ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომელიც თებერვალში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეს 10+ ქვიზი, რომელიც თებერვალში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეს
გადახედვა
-
ბებიები, ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები — საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია ბებიები, ჩვენი ბავშვობის მთავარი გმირები — საქართველოს ბანკის საგაზაფხულო კამპანია
-
აბუ-დაბიში მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ომანის, ერ-რიადის და სტამბოლის გავლით დაბრუნდა აბუ-დაბიში მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ომანის, ერ-რიადის და სტამბოლის გავლით დაბრუნდა
გადახედვა
-
ეიგონ დამპყრობლის შესახებ Warner Bros. ფილმს გადაიღებს — აი, რა ვიცით ეიგონ დამპყრობლის შესახებ Warner Bros. ფილმს გადაიღებს — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
არაფორმალურ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს კახეთში უმასპინძლა არაფორმალურ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს კახეთში უმასპინძლა
გადახედვა
-
ჟურნალისტების დაცვის პლატფორმა: 2025 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელი ტემპით გაუარესდა ჟურნალისტების დაცვის პლატფორმა: 2025 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელი ტემპით გაუარესდა
გადახედვა
-
ლიბერთი ბანკის განცხადება ლიბერთი ბანკის განცხადება
-
OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
გარკვეული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება — ჯიშების ჩამონათვალი და ვადები გარკვეული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი წესდება — ჯიშების ჩამონათვალი და ვადები
გადახედვა
-
"მიწა ხარ და მიწად იქეცი" — ლევან მახაშვილი ოპოზიციის ალიანსს "ბიბლიურ შეგონებას" ადარებს "მიწა ხარ და მიწად იქეცი" — ლევან მახაშვილი ოპოზიციის ალიანსს "ბიბლიურ შეგონებას" ადარებს
გადახედვა
-
ირანში მომხდარ სასიკვდილო დარტყმებამდე, CIA ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა — აიათოლას მკვლელობის დეტალები ირანში მომხდარ სასიკვდილო დარტყმებამდე, CIA ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა — აიათოლას მკვლელობის დეტალები
გადახედვა
-
ჩეჩენი ბიზნესმენი, უმარ ჯაბრაილოვი, რომელიც ეფსტინის ფაილებში ფიგურირებდა, მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს ჩეჩენი ბიზნესმენი, უმარ ჯაბრაილოვი, რომელიც ეფსტინის ფაილებში ფიგურირებდა, მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
წელს, გამონაკლისის სახით, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ წელს, გამონაკლისის სახით, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ
გადახედვა
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთი დატოვონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთი დატოვონ
გადახედვა
-
flightradar24: ბოლო 4 დღეში ახლო აღმოსავლეთის 7 აეროპორტში 9500-ზე მეტი რეისი გაუქმდა flightradar24: ბოლო 4 დღეში ახლო აღმოსავლეთის 7 აეროპორტში 9500-ზე მეტი რეისი გაუქმდა
გადახედვა
-
ბიზნესმენი ილია წულაია ომანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 120-კაციანი კერძო რეისით თბილისში უფასო გადმოფრენას სთავაზობს ბიზნესმენი ილია წულაია ომანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 120-კაციანი კერძო რეისით თბილისში უფასო გადმოფრენას სთავაზობს
გადახედვა
-
კრეტაზე, საზღვაო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქე სავარაუდო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კრეტაზე, საზღვაო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქე სავარაუდო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: ყველა ის პარტია, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ყოფილი "ნაცია", ოფიციალურადაც და დნმ-ითაც გიორგი შარაშიძე: ყველა ის პარტია, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ყოფილი "ნაცია", ოფიციალურადაც და დნმ-ითაც
გადახედვა
კომენტარები