რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
ფოტო: abc news
რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა.
აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების დაცვისა და დაზარალებული დაწესებულებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს და მკაცრად ურჩევენ, რუსეთში გამგზავრება არ დაგეგმონ.
"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ირკუტსკის რეგიონში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ირკუტსკში დაწესებული საკარანტინო ზომებისა და საავადმყოფოების დახურვის შესახებ. ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. აშშ-ის მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, ამერიკის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს შესაძლოა კონკრეტულ რეგიონებში პირადი და სამსახურებრივი გადაადგილების დამატებითი შეზღუდვები დაუწესდეთ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მოგზაურობის მე-4 დონის რეკომენდაცია ("არ იმოგზაუროთ") კვლავ ძალაშია და რუსეთში ამჟამად მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, კვლავ მკაცრად ურჩევენ, არ იმოგზაურონ რუსეთში უკანონო დაკავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო", — წერს საელჩო.
რეკომენდებული ზომები:
- რეგიონში მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები, მოერიდონ დაზარალებულ დაწესებულებებს და სიცხის ან რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
- დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გვერდს ჭირის შესახებ.
- რუსეთის შესახებ კონკრეტული სამედიცინო განახლებებისთვის გაეცნონ CDC-ის მოგზაურთა ჯანმრთელობის გვერდს.
- თუ იმოგზაურეს დაავადების გავრცელების ზონაში, მოგზაურობის შემდეგ 14 დღის განმავლობაში აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციისთვის გაეცნონ აშშ-ის საელჩოს რუსეთის გვერდს.
- გაეცნონ საელჩოს მიერ რეკომენდებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების სიას.
- საზღვარგარეთ ავად გახდომის შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციის შესაძლებლობებთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ სამოგზაურო დაზღვევის კომპანიას.
- საგანგებო ვითარებაში ქვეყნის დატოვების გეგმა ჰქონდეთ, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე არ იქნება დამოკიდებული.
- განახლებებისთვის თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას და მზად იყვნენ გეგმების შესაცვლელად.
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ განახლებების მისაღებად დარეგისტრირდნენ Smart Traveler Enrollment Program-ში (STEP).
რუსულ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.
რუსეთში შესაძლო შავი ჭირის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა. აშშ-ს სახდეპმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან და ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.
მეტი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე:
- WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
- "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
- პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
- რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
- ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
- Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
- რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
- "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
კომენტარები