აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
აზერბაიჯანმა CNN-ის წინააღმდეგ აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული სტატიაა ("ირანის ომის დროს ისრაელმა აზერბაიჯანში სამხედროები გაგზავნა — წყაროების ცნობით, ეს რეგიონში მოქმედი საიდუმლო ქსელის ნაწილი იყო"), რომელშიც ტელეკომპანია ამტკიცებდა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პიკში ისრაელმა სამხედროები აზერბაიჯანში განათავსა. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
აზერბაიჯანულმა პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Report-მა დაწერა, რომ ბაქომ CNN-ს სტატიის უარყოფა სამჯერ მოსთხოვა, თუმცა ტელეკომპანიამ ამაზე უარი თქვა.
სადავო სტატია ოთხ ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა და ამტკიცებდა, რომ ისრაელმა აზერბაიჯანში "ელიტარული სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები" განათავსა, როგორც "ახლო აღმოსავლეთში არსებული ფარული ობიექტების ქსელის ნაწილი, ირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხელშესაწყობად".
CNN-თან მოსაუბრე ორი წყაროს ცნობით, ისრაელის ძალები სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ლოკაციაზე მოქმედებდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ადგილას, რომელიც ირანის ქალაქ თაბრიზიდან (რომელსაც კონფლიქტის დროს ისრაელმა დარტყმა მიაყენა) დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს.
"სპეციალური დანაყოფები ასევე განლაგებულნი იყვნენ აღნიშნულ ლოკაციაზე და ახორციელებდნენ სადაზვერვო მისიებსა და დრონებით ოპერაციებს, რამაც ისრაელს ომის დროს ჩრდილოეთ ირანის მეთვალყურეობისთვის ღირებული პოზიცია მისცა", — იტყობინებოდა CNN.
სტატიას წინ უძღოდა ვარაუდები, თითქოს აზერბაიჯანის ტერიტორია ისრაელმა 2025 წლის მოკლევადიანი ისრაელ-ირანის ომის დროს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენა. აღნიშნული ბაქომ უარყო.
2026 წლის იანვარში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ირანელ კოლეგას, სეიდ აბას არაღჩის კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიას "არცერთი სახელმწიფო" "არასდროს" გამოიყენებს ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად.
CNN-ის 2026 წლის ივნისის სტატიის საპასუხოდ, აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩომ უარყო ის, რასაც "უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა.
ეს განცხადება, პირველადი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს შემდგომ კომენტარებთან ერთად, შეყვანილი იყო CNN-ის სტატიაში.
მიუხედავად ამისა, Report წერს: "თუმცა CNN-ი დაჰპირდა აზერბაიჯანის მოთხოვნების განხილვას, ამ პერიოდში არანაირი ზომა არ მიუღია და აღნიშნული ბრალდებები არ უარუყვია", რამაც სარჩელის აღძვრა გამოიწვია.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები