2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
ორი წლის წინ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა. საქმე ეხება 2024 წლის 12 აგვისტოს, ქალაქ სამტრედიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩასულ ნიკა მელიას, რომელსაც პირდაპირ ეთერში პირი თავს დაესხა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, მომხდარზე შსს-მ თავდაპირველად გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ორი წლის შემდეგ პროკურატურამ მუხლი გადააკვალიფიცირა და საქმის გამოძიება 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, დღეს მომხდარზე მოწმეები დაკითხეს.
საგამოძიებო უწყებამ ადვოკატს განუცხადა, რომ ორი წლის წინ დაკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა ბრალი აღიარა. უწყება უარყოფს საქმის გამოძიების გაჭიანურებას და მათი ვერსიით, ორი წელი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ, რაც თავდასხმის ამსახველ ვიდეოში პირის ვინაობას დაადგენდა.
"როგორც გამომძიებელმა მითხრა, თავდამსხმელმა გამოკითხვის დროს აღიარა ჩადენილი ქმედება. ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ასევე ამბობს, რომ თითქოს იქ მასზეც განხორციელდა რაღაც კონკრეტული ძალადობა, ცემეს, მაგრამ რაიმე დაზიანება, ცემის კვალი მას არ აღენიშნება.
სამართლებრივად, რომ აქეთ მხარეს ვინმე აქტივისტი, მხარდამჭერი მიეცეს პასუხისგებაში, ამის სამართლებრივი საფუძველი რეალურად არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის.
როგორც გამომძიებელი ამბობს, რეალურად მათ მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურება ამ საქმის არ მომხდარა, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ, რომ ნამდვილად ეს პირი, ვინც არის დანაშაულის ჩამდენი პირი, მან ჩაიდინა დანაშაული," — განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის შეფასებით, ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის ორი წლის შემდეგ გამოძიებით ხელისუფლება "ბალანსის შექმნას" ცდილობს.
"მართლმსაჯულება ხორციელდება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, ნიკას მიმართ თავდასხმა მოხდა დაახლოებით ორი წლის წინ და დღეს, რატომღაც, დასჭირდა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული საქმის აქტივიზაცია მოეხდინათ. რატომ? ჩემი აზრით, ქმნიან ეგრეთ წოდებულ ბალანსს, თითქოსდა იძიებენ საქმეებს, რომ აი ნიკასთან მიმართებით, რომ შეიქმნას ბალანსი — ჩვენ მხოლოდ ნიკა მელიას კი არ ვდევნით პოლიტიკურად, არამედ მასზე თავდასხმასაც, ასე ვთქვათ, ვასამართლებთ.
ეს იმ ფონზე, როდესაც უკვე ჩვენ მესამე განაჩენს ველოდებით რამდენიმე დღეში, სჭირდება ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი ბალანსის შესაქმნელად, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს როგორც ერთ მხარეს, ასევე მართლმსაჯულება ხორციელდება ნიკა მელიასთან მიმართებით. და ეს, რა თქმა უნდა, არის ფარსი, ეს არის თვალშისაცემი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, იკითხება... არავითარი ორი წელი არ სჭირდება გამოძიებას, რომ დაადგინო პირი, რომელმაც მოახდინა პოლიტიკურ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ ეთერში და ორი წლის ლოდინი არ სჭირდება ამის დადგენას," — განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მესამე განაჩენის მოლოდინშია. საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ეხება. საქმეში ნიკა მელიას წინააღმდეგ არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ისმის ფრაზა "მოსამართლე *ლე ხარ".
გარდა ამისა, ნიკა მელია ასევე ფიგურირებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე. მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც სახელმწიფო საბოტაჟს გულისხმობს.
მანამდე, 2025 წლის 27 ივნისს, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
2025 წლის 26 ნოემბერს, მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმისთვის 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები