რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
ქართული ოცნება მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, 14 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არ ითხოვენ, რომ გახარიას პარტიას დეპუტატებისთვის მანდატები შეუწყდეთ პარლამენტსა და საკრებულოებში.
გახარია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა, ხოლო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკრებულოებში 26 მანდატი მოიპოვა. აქამდე ქართული ოცნება სწორედ პარტიის არჩევნებში მონაწილეობას და მის მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ ორგანოებში მანდატების მიღებას ასახელებდა არგუმენტად, თუ რატომ არ მოითხოვდა გახარია საქართველოსთვის აკრძალვას თავდაპირველ საკონსტიტუციო სარჩელში. ახლა კი მმართველი პარტია უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.
ამ ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ კრძალავს ქართული ოცნება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
როგორც ჩანს, ქართული ოცნების წევრები იზიარებენ ირაკლი კირცხალიას მიერ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ პოზიციას. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება გახარიას პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში დამატებას და მის აკრძალვას იმით ხსნის, რომ გუნდმა მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, კონსტიტუციური ინსტიტუტები და ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ აღიარა, მისთვის მიცემული შანსი ვერ გამოიყენა და, მმართველი გუნდის შეფასებით, "ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკასა" და "ქვეყნის მტრობას" ემსახურება.
ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მათ მიერ გახარიას პარტიისთვის მიცემული შანსის მიუხედავად, მათი მხრიდან კონსტიტუციური წყობილების "პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება" ვიხილეთ. კირცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ "არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა".
"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა "კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან". მაგრამ თქვენ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში. ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი ის, თუ რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით", — განაცხადა კირცხალიამ.
პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ პარტიას შანსი ეძლეოდა, კონსტიტუციურ წყობაში ჩამჯდარიყო, თუმცა ამის გამოუყენებლობამ და მათმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა სარჩელში დამატება განაპირობა. კერძოდ, მისივე თქმით, ისინი კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, პრემიერმინისტრს, როგორც ქართველი ხალხისა და პარლამენტის მიერ არჩეულსა და დანიშნულს არ აღიარებენ.
"მარტივი ტესტია: ჰკითხეთ თითოეულ მათგანს, აღიარებენ თუ არა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, აღიარებენ თუ არა პრემიერ-მინისტრს, როგორც ქართველი ხალხისა და პარლამენტის მიერ არჩეულსა და დანიშნულს. შესაბამისად, შინაარსობრივად მათში არაფერი შეცვლილა. ჩვენი მიზანი არც თავიდან ყოფილა და არც ახლა არის ოპონირების შეფერხება. გახარიას გუნდს ეძლეოდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ჩამჯდარიყო კონსტიტუციურ წყობაში. ამ შანსის გამოუყენებლობა და ის მოქმედებები, რომელთაც ისინი წარსულში თუ ახლა ემსახურებიან, გახდება ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი.
ამასთან, გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტსა თუ საკრებულოებში არიან, მანდატებს შეინარჩუნებენ. ეს ინიციატივა არ გულისხმობს განსხვავებულ აზრთან ბრძოლას ან ოპოზიციის არსებობის წინააღმდეგობას. პირიქით, ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და წარმოადგენს კონსტრუქციულ, რეალურ ოპოზიციურ ფლანგს, ჩვენთვის მისასალმებელია", — განაცხადა ნინო წილოსანმა (IPN)
"ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას დეპუტატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, მათ დღემდე არ უღიარებიათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა.
"დღესაც მათ არ უღიარებიათ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და სხედან. [...] კი შემო შემოვიდნენ, მაგრამ რატომ არ აღიარებენ? [...] დრო კიდევ მიეცათ მათ, რომ ამ ყველაფერი ჩამოყალიბებულიყვნენ, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს", — განაცხადა შოთა ხაბარელმა "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას.
ჟურნალისტებთან ქართული ოცნების დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმაც ისაუბრა პარტია გახარია საქართველოსთვის ასაკრძალ პარტიათა სიაში დამატებასთან დაკავშირებით. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი აღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობაა და ვინაიდან წინ საარჩევნო წელი არ არის, ვადებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
"ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პარტიები იყოს არაკონსტიტუციურად ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რომ იყოს ორი თვე დარჩენილი ან რაღაცა არჩევნებამდე, კიდე რაღაცა შეიძლება მიაბა, მოაბა ამ საკითხს. ახლა არავითარი საარჩევნო წელი არ არის, მომდევნო წელიც არავითარი საარჩევნო წელი არ არის. ამდენად, ამ ერთ თვეს, ორ თვეს და სამ თვეს მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ხვალ დილითაც რომ ჩანიშნონ, ჩვენ მზად ვართ", — განაცხადა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, ვინ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე და მოატყუეს თუ არა პარტიები მიცემული პირობით, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკურ ველზე არაკონსტიტუციური ძალები არ უნდა დარჩნენ.
"ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ არ დარჩება. არ უნდა დარჩეს არცერთი არაკონსტიტუციური პარტია პოლიტიკურ ველზე. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არის არაკონსტიტუციური. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავისი დაიცვან...
ჩვენ არაფერი არ მოვატყუეთ. რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია, გააკეთე ის, რასაც აკეთებ! ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? თუ ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამოიღეთ ფურცელი და ახლავე ჩაგაწერინებთ, რას ვისურვებდი, რომ თქვენ მიიღოთ ეგეთი გადაწყვეტილება", — აღნიშნა შარმანაშვილმა.
გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პარტიის პარლამენტში შესვლამ გარკვეული "სინათლე" გამოაჩინა მათ საქმიანობაში, ისინი კვლავ აგრძელებენ მავნებლობას, რევოლუციურ პროცესებში ჩართვას და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მსგავსად აგენტურულ ძალას წარმოადგენენ.
"ყველას შევახსენებ, რომ ეს არის ის ძალა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ კოალიცია, პირდაპირი პარტნიორობა ჩამოაყალიბა უშუალოდ "დედა ნაციონალურ მოძრაობასთან" ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს არის ის ძალა, რომელიც იბრძვის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ და ჩართულია რევოლუციურ პროცესებში. რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე ხელი მოაწერა ე.წ. "ქარტიას" და უპირისპირდებოდა ქართულ ოცნებას დანარჩენ რადიკალებთან ერთად.
გახარიას პარტია აგრძელებს მავნებლობებს. ასევე, ისინი არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, არ აღიარებენ დღემდე არჩევნების შედეგებს.
ეს პარტიაც წარმოადგენს ზუსტად იმ აგენტურულ ძალას, რასაც წარმოადგენს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, სარჩელში, რა თქმა უნდა, ეს ძალაც მოხსენიებული უნდა იყოს. კი ბატონო, იმ დროს, როდესაც სარჩელი შედგა და გახარიას პარტია როდესაც შემოვიდა პარლამენტში, მათ გამოაჩინეს, ცოტა სინათლე თავიანთ ბნელ წარსულსა და აწმყოში, თუმცა ისინი აგრძელებენ დესტრუქციულ, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას და არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის არანაირად მიზანშეწონილი ის, რომ ჩვენ სარჩელს არ დავამატოთ ეს პარტია", — განაცხადა მაჭავარიანმა (IPN).
ოცნების დეპუტატმა გიორგი გაბუნიამ "ტვ პირველის" ჟურნალისტთან გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ "ქვეყნის მტრობისთვის ყველა მიიღებს ადეკვატურ პასუხს".
- გიორგი გახარია: აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ უკან არ დავიხევთ საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა მისი ევროპული გზის დაცვაში
- "ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).
სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".
ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო. მაშინდელ სარჩელში გახარია საქართველოსთვის საერთოდ არ ფიგურირებს.
წინა სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღები 9-თვიანი ვადა იანვარში იწურებოდა. ახლა 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.
- ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
- შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
- შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებიც" დაემატება
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
კომენტარები