ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
ფართოდ გავრცელებული რუკების უმეტესობა ფლამანდიელი კარტოგრაფის, გერჰარდ მერკატორის, მიერ შექმნილ პროექციას ეფუძნება, რომელიც სანავიგაციო სიზუსტისთვისაა გამოსადეგი. მასზე გავლებული სწორი ხაზი კომპასის რეალურ მიმართულებას ემთხვევა, რის მისაღწევადაც საჭირო გახდა, რომ ეკვატორიდან დაშორებული ხაზები "გაწელილიყო". შედეგად, რუკაზე ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნები იმაზე მცირე ზომის ჩანს, ვიდრე რეალურადაა, პოლუსებთან არსებული ტერიტორიები კი — პირიქით.
გამოდის, რომ მერკატორის რუკა "თვალს ატყუებს", არადა გეოგრაფიული რეგიონებისთვის ზომას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ამ ტესტის კითხვებში სწორედ ორ სხვადასხვა რეგიონს დაგისახელებ, შენ კი უნდა გამოიცნო, რომელია მათგან უფრო დიდი.
იმასაც გეტყვი, რომ პირველ აბზაცში მინიშნებაცაა.
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
ტესტის დაწყება1 / 7 როგორ ფიქრობ, გრენლანდია უფრო დიდია თუ აფრიკა?
USGS
2 / 7 გრენლანდია თუ ინდოეთი?
mixkit
3 / 7 ალასკა უფრო დიდი ზომისაა თუ ბრაზილია?
ESA
4 / 7 ნორვეგიასა და ნიგერიაზე რას იტყვი?
NASA
5 / 7 რუსეთი თუ აფრიკა?
Getty
6 / 7 ესპანეთი უფრო დიდია თუ შვედეთი?
NASA
7 / 7 დაბოლოს: ევროპა უფრო დიდი ზომისაა თუ აფრიკა?
BestHQWallpapers

კომენტარები