"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებზე, რომლის თემა იყო: "რუსოფობია — რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი?" პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ არ არსებობს "კარგი" და "ცუდი" ერი და რომელიმე ერის სიძულველი დაუშვებელია. მისი განცხადებით, რუსოფობიის შესახებ დისკუსია ქართულ საზოგადოებას "ხელოვნურად, გარედან მოახვიეს თავს" და ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები და ერთი ერის მეორის მიმართ დამოკიდებულება.
"არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი. ეს არის უმარტივესი მოცემულობა, რომელიც ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნორმა. თუმცა ჩვენ გვიწევს ამ საკითხზე ერთად მსჯელობა იმის გამო, რომ ეს დისკუსია და დისკურსი აბსოლუტურად ხელოვნურად, გარედან მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას თავს. პირველ რიგში, როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასთან, ეს ცალკე საკითხია და მეორე, საუბარია ურთიერთობებზე ერებს შორის, დამოკიდებულებებზე ერთი ერისა მეორის მიმართ. ორი სხვადასხვა საკითხია", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ ხელისუფლებას მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა და უკრაინის ომის საკითხებზე, და ეს პოზიცია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტსა და აქტშია გამოხატული. ამასთან, მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და რუსი და ქართველი ხალხები ყოველთვის მეზობლებად დარჩებიან — "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის".
"როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტულ სახელმწიფოსთან,
საუბარია ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაზე, აქ ჩვენ, ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, გვაქვს მკაფიო პოზიცია, მკაფიო წითელი
ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ჩვენს მთავარ ეროვნულ სატკივართან, ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია. ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის ძალიან პრინციპული, ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოხატულია სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენ გვაქვს აქ წითელი ხაზები. იგივე, როცა საქმე შეეხება საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს, მაგალითად უკრაინის ომის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. აქაც იცით, რომ დაახლოებით 1 000-მდე, 600-ზე მეტი იყო, მერე თვლაც შევწყვიტეთ, ათასამდე აქტია, სხვადასხვა ტიპის აქტი, დოკუმენტი, რეზოლუცია, სხვა ტიპის აქტები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიუერთდა და რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არამედ პირდაპირ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათ შორის, ჩვენ ჰააგაში სამართლებრივ საჩივარსაც მივუერთდით, რასაც მაგალითად მოლდოვა არ მიუერთდა. ანუ ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, როცა საქმე ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციაზე, ყველა პრინციპულ საკითხზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სხვა საერთაშორისო თემებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს გამოხატული ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას აქვს გამოხატული.
მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა, საუბარია თან მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც ვერსად წავა, არსად წავა და საუბარია მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება. პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად, თუ რაღაც გლობალური კლიმატური კატაკლიზმები არ იქნა, ან რაღაც, ეს ნახევრად ხუმრობით, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ერის მიმართ დამოკიდებულებას, ამაზე სერიოზულად რომ გვიწევს საუბარი, რომ რომელიღაც ერი შეიძლება იყოს ცუდი და რომელიღაც ერი — კარგი, ამაზე აბსურდული რა შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ საზოგადოებაზე, მე არ ვიცი. მაგრამ ასეთი აბსურდული დისკურსიც კი ხელოვნურად თავს მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას. ძალიან მარტივი საკითხია — ერთია პოლიტიკა, სადაც გვჭირდება პრინციპული პოზიცია, წითელი ხაზები და მეორეა დამოკიდებულება კონკრეტული ერის მიმართ", — აღნიშნა კობახიძემ.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები