მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის საცხოვრებელ სახლთან მომხდარი აფეთქების საქმეზე ძებნილი ქალი უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს.
39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაია, რომელსაც მონაკოს პროკურატურა მკვლელობის მცდელობის საქმეზე ეძებდა, კიევის მახლობლად ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი 6 ივლისის ღამეს იპოვეს.
საქმე 29 ივნისს მონაკოში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ვადიმ ერმოლაევის სახლთან დატოვებულ ამანათში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის თავად ერმოლაევმა ფეხის მძიმე დაზიანებები მიიღო.
მონაკოს პროკურატურამ თავდაპირველად გაავრცელა ქალის ფოტო, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის ადგილზე დატოვებაში ედებოდა ბრალი, მოგვიანებით კი მკვლელობის მცდელობის, ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ინტერპოლმა ანასტასია ბერეზოვსკაიაზე "წითელი ცირკულარი" გამოსცა.
გამოძიების ფარგლებში გერმანიის სამართალდამცველებმა გასულ კვირას გაჩხრიკეს უკრაინის მოქალაქე 39 წლის ქალის ნაქირავები ბინა და ავტომობილი. მანამდე ფრანგული გამოცემა Le Figaro წერდა, რომ გამომძიებლები არ გამორიცხავდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) შესაძლო კავშირსაც თავდასხმასთან. იმავე ვერსიით, აფეთქება შესაძლოა გაფრთხილების გზავნილი უფრო ყოფილიყო, ვიდრე მკვლელობა.
უკრაინული გამოცემა იუწყება, რომ საქმეზე დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთი უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) მოქმედი თანამშრომელია, მეორე კი ყოფილი სამართალდამცველი.
ცნობისთვის, ვადიმ ერმოლაევი უკრაინელი ბიზნესმენია, რომელიც უკრაინის სანქციების სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც, ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ ყირიმში საქმიანობა განაგრძო. 2019 წელს მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო.
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
-
წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება წელს, მთავრობა ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება
გადახედვა
კომენტარები