Visa-მ წარადგინა ხელოვნური ინტელექტის, ტოკენისა და სტეიბლკოინის შესაძლებლობები, რომლებიც კომერციის მომავალს განსაზღვრავს
ფოტო: Visa
- CEMEA-ს რეგიონში Visa-ს ტოკენიზებული ტრანზაქციების წილი 2023 წლის 26%-დან 2026 წელს 70%-მდე გაიზარდა.
- CEMEA-ს რეგიონში სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების შესაძლებლობის დანერგვიდან ერთი წლის თავზე ანგარიშსწორების მოცულობა თითქმის 60-ჯერ გაიზარდა.
დღეს, 2026 წლის 30 ივნისს, თბილისში Visa-მ წარადგინა ხელოვნური ინტელექტის, სტეიბლკოინისა და ტოკენის შესაძლებლობათა პაკეტი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მომხმარებლებს ახალი თაობის კომერციის ეკოსისტემაში ჩართვას გაუადვილებს. Visa-ს გადახდების ფორუმის წინ, რომელიც 1-ელ ივლისს პარიზში გაიმართება, კომპანიამ ახსნა, თუ როგორ გარდაქმნის კომერციისა და ფინანსების მიმოქცევის front-end-სა და back-end-ს ორი ფუნდამენტური ტექნოლოგიური სიახლით: ხელოვნური ინტელექტითა და სტეიბლკოინებით. Visa-მ ასევე განმარტა, როგორ ეხმარება კომპანია მომხმარებლებს მოერგონ ცვლილებებს, გააფართოონ საქმიანობა და ახალი, სანდო ოპერაციები განახორციელონ.
“კომერცია ახალ ფაზაში შედის, რომელიც სულ უფრო ინტელექტუალური, პროგრამირებადი და ყოველდღიურ გამოცდილებაში ინტეგრირებული ხდება. ციფრული ეკონომიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ნდობისა და ფუნქციური ურთიერთშეთავსებადობის საჭიროება. Visa ისეთი ინფრასტრუქტურისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შექმნაზე კონცენტრირდება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას გადახდების front-end-სა და back-end-ში და მომხმარებლებსა და ბიზნესებს უკეთეს გამოცდილებას შესთავაზებს“. — განაცხადა Visa-ს CEMEA-ს რეგიონის პრეზიდენტმა, ტარეკ მუჰმუდმა.
ფოტო: Visa
კომერციის front-end-ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაძლიერება
Visa-მ დეტალურად ახსნა, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტრანზაქციების წამოწყების, ავტორიზებისა და სანდოობის უზრუნველყოფის პროცესს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი აჩქარებული ტემპით ქმნის, ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის ახალ კომერციულ გამოცდილებებს. მაშინ, როცა AI აგენტები სულ უფრო ხშირად მოქმედებენ მომხმარებლებისა და ბიზნესების სახელით, კომპანიის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის პლატფორმა, Visa Intelligent Commerce, ნდობისა და კონტროლის იმ მექანიზმებს უზრუნველყოფს, რომლებიც AI აგენტებს აძლევს საშუალებას, უსაფრთხოდ მოძებნონ, დაიწყონ და დაასრულონ ტრანზაქციები.
ამ ცვლილების მხარდასაჭერად, Visa მთელი ეკოსისტემის მასშტაბით მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აგენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები გამჭვირვალე და სანდო იყოს. ამ ძალისხმევის მაგალითია New Generation-თან ერთად ახლად შექმნილი Agent Score, რომელიც მერჩანტებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ, თუ რამდენად არის მათი ვებსაიტები ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციისთვის მზად — კერძოდ, შეუძლიათ თუ არა AI აგენტებს ვებსაიტზე ნავიგაცია და დავალებათა აღქმა და შესრულება. მერჩანტებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომელ აგენტებს შეუძლიათ ანდონ თავიანთ ვებსაიტებზე ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო აგენტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ლეგიტიმურ მერჩანტებთან აქვთ საქმე. Agentic Directory-ის ამოქმედებით, Visa ხელმისაწვდომს ხდის იმ აგენტებისა და მერჩანტების სიას, რომლებიც დადასტურებულად არიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის ლეგიტიმური მონაწილეები.
ტოკენების წინ წამოწევა ხელოვნური ინტელექტით მართული კომერციის გასავითარებლად
CEMEA-ს რეგიონში ელექტრონული კომერციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ტოკენიზაციის განვითარება, რამაც რეგიონში ელექტრონულად და მობილურით შესრულებული გადახდების პროცესი მეტად უსაფრთხო, მოსახერხებელი და შეუფერხებელი გახადა. CEMEA-ს რეგიონში Visa-ს ტოკენიზებული ტრანზაქციები მნიშვნელოვნად — 2023 წლის 26%-დან 2026 წელს 70%-მდე გაიზარდა.
დღეისათვის ტოკენები უკვე შეიცავს იმ უსაფრთხო მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც ციფრული გადახდებისთვისაა სპეციალურად შექმნილი. მაშინ, როცა კომერცია ფართოვდება და ახალ არხებსა და აგენტებს მოიცავს, Visa მონაცემებს იმ ინფორმაციით ავსებს, თუ რა ტიპისაა ტრანზაქცია, სად გამოიყენება ტოკენი და ვინ ახორციელებს გადახდას. მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ტოკენის სანდოობის ინდიკატორი, Token Assurance Signal, რომელიც თითოეული ტრანზაქციის უსაფრთხოების ინდიკატორის გენერირებისთვის ცალკეული ტოკენის გამოყენებას მისი გაცემისა და გამოყენების ისტორიის საფუძველზე მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აფასებს.
ეს სიახლეები ტოკენების, როგორც სანდო ციფრული და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის ფუნდამენტის, როლს აძლიერებს. მაშინ, როცა ტრანზაქციები სულ მეტად ავტომატიზებული, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული და ინტელექტუალური ხდება, ტოკენები მომხმარებლებს სანდოობის უფრო მაღალ გარანტიას სთავაზობს.
ფულის მიმოცვლის back-end პროცესის სტეიბლკოინებით მოდერნიზება
Visa-მ ასევე ისაუბრა იმ პროგრესზე, რომლის მიღწევაც, სტეიბლკოინებითა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების მოდერნიზების მიმართულებით გახდა შესაძლებელი. Tokenized Deposits-ის მეშვეობით, კომპანია ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს, გარდაქმნან ტრადიციული საბანკო დეპოზიტები პროგრამირებად, მუდმივად ხელმისაწვდომ ციფრულ ფულად. ამ გზით ბანკებს შეეძლებათ, არ ჩამორჩნენ სტეიბლკოინების სისწრაფესა და მოქნილობას და, ამასთან, საკუთარ ბალანსზე შეინარჩუნონ ფინანსები.
გარდა ამისა, Visa სხვადასხვა რეგიონში, ბლოკჩეინსა და ვალუტაში აფართოებს სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების საპილოტე პროექტებს. 2025 წლის პირველ ნახევარში დაწყებულ პირველ საპილოტე პროექტებზე დაყრდნობით, Visa-მ VisaNet-ის მეშვეობით უკვე მილიარდობით დოლარის მოცულობის სტეიბლკოინები გადაამუშავა. შედეგად, წლიური ტემპით გადაანგარიშებული მოცულობა 2026 წლის მარტის მდგომარეობით, დაახლოებით, 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ გამცემი ბანკები უკვე ონ-ჩეინ რეჟიმში კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ახორციელებენ Visa-სთან ანგარიშსწორებას, Visa ამ შესაძლებლობის გაფართოებაზე მუშაობს, რათა შვიდდღიანი ანგარიშსწორების შესაძლებლობა შემსყიდველებზეც გავრცელდეს, რაც მთელი ეკოსისტემის მასშტაბით უზრუნველყოფს მეტ მოქნილობასა და ანგარიშსწორების სიხშირეს. CEMEA-ს რეგიონში სტეიბლკოინებით ანგარიშსწორების შესაძლებლობების ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე ანგარიშსწორებათა მოცულობა თითქმის 60-ჯერ გაიზარდა.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა და ბიზნესებმა სტეიბლკოინების ბალანსთა გამოყენება შეძლონ ყველგან, სადაც Visa-ს გადახდები მიიღება, Visa სტეიბლკოინებთან დაკავშირებული ბარათების პროგრამების გაფართოებას აგრძელებს. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ან განვითარების პროცესში არსებული პროგრამების რაოდენობა 160-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი კიდევ უფრო ასწრაფდება.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მონაცემების ჭკვიანურ გადაწყვეტილებებად გარდასაქმნელად
იმისთვის, რომ კლიენტებს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებზე რეაგირებაში დაეხმაროს, Visa თანამედროვე ინფრასტრუქტურას უთავსებს მონაცემებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, რომლებიც კლიენტს ეხმარება, გადახდის მთელი პროცესის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. კომპანია ნერგავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამოგზაურო ინტელექტის შესაძლებლობას, რომელიც ბანკებს ეხმარება, წინასწარ, ტრანზაქციის განხორციელებამდე განსაზღვრონ მომხმარებელთა მოგზაურობასთან დაკავშირებული საჭიროებები. Visa Trip Intelligence, რომელიც CEMEA-ს რეგიონში დღეიდან ამოქმედდება, VisaNet-ის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მესამე მხარის მონაცემებთან აერთიანებს, რის შედეგადაც შესაძლებელია მოგზაურობის მიზნის განსაზღვრა, პერსონალიზებული სამოგზაურო მარშრუტების შედგენა და გამოსაყენებლად წინასწარ გამზადებული მონაცემების მიწოდება. ამ გზით ბანკებს შეეძლებათ, მომხმარებლებს დროულად, მოგზაურობის დაწყებამდე შესთავაზონ მხარდაჭერა, შეამცირონ გადახდებთან დაკავშირებული შეფერხებები და უშუალოდ მოგზაურობის პერიოდში მიაწოდონ მათ საჭირო დახმარება და მომსახურება.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე.
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
ადამ კადიროვი ვიდეო აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო ადამ კადიროვი ვიდეო აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
გადახედვა
-
ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა
გადახედვა
-
თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
-
საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს
გადახედვა
-
ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა
-
პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები] ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები]
გადახედვა
-
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
"რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
გადახედვა
-
ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით ჩინეთის მისიამ, სავარაუდოდ, დედამიწის "მინი-მთვარემდე" მიაღწია — რა ვიცით
გადახედვა
-
კაია კალასი და მარტა კოსი თურქეთს ეწვევიან კაია კალასი და მარტა კოსი თურქეთს ეწვევიან
გადახედვა
-
"გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე "გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე" — შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
გადახედვა
-
ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა
გადახედვა