კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
ფოტო: DW
კანადის მთავრობამ ციფრული უსაფრთხოების კანონპროექტი წარადგინა, რომელმაც შესაძლოა 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის ანგარიშების ქონა აუკრძალოს. ინფრომაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ოთხშაბათს შევიდა, გამონაკლისს უშვებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათი პლატფორმები უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუ რას მოიცავს ეს კრიტერიუმები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს შვილებს. საკმარისია... ჩვენ გვჭირდება საბაზისო დაცვის მექანიზმები", — განაცხადა კანადის კულტურის მინისტრმა, მარკ მილერმა.
კანონპროექტი მავნე კონტენტის შვიდ კატეგორიას მოიცავს:
- კონტენტი, რომელიც ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენს ან ხელახლა აყენებს ტრავმას მსხვერპლს;
- კონტენტი, რომელიც ბავშვებს თვითდაზიანებისკენ უბიძგებს;
- კონტენტი, რომელიც ბავშვის ბულინგისთვის გამოიყენება;
- კონტენტი, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს;
- კონტენტი, რომელიც ღვივებს სიძულვილს;
- ტერორისტული ან ძალადობრივი ექსტრემისტული კონტენტი;
- ინტიმური ფოტოები/ვიდეოები, რომლებიც უნებართვოდ არის გავრცელებული.
Reuters-ის ცნობით, კანონმდებლობის მიღებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მარეგულირებლის ,"კანადის ციფრული უსაფრთხოების კომისიის", შექმნას, რომელიც ახალ კანონმდებლობას აღასრულებს და მის დაცვას უზრუნველყოფს . მარეგულირებელი ასევე დაადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ, ციფრული მარეგულირებლის ასამუშავებლად 18 თვე იქნება საჭირო.
წესების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა გლობალური შემოსავლის 3%-ის ან 10 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 6.2 მილიონი ევრო / 7.2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით — იმის მიხედვით, თუ რომელი თანხა იქნება უფრო მეტი.
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება 100 ლარის ნაცვლად — 50, 300 ლარის ნაცვლად — 150 — სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება რა ახალი რეკომენდაციები აქვს მაიკლ ო’ფლაერტის? — საიას თავმჯდომარის განმარტება
გადახედვა
-
ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება ჯიმ კერი და რონ ჰოვარდი შობის მოსაპარად ისევ ერთიანდებიან — თითქმის 30 წლის შემდეგ გრინჩი ბრუნდება
გადახედვა
-
რა წერია მაიკლ ო’ფლაერტის ანგარიშში? რა წერია მაიკლ ო’ფლაერტის ანგარიშში?
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
კომენტარები