რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
ფოტო: ყიჟინა
21-იდან 23 აგვისტომდე რა გეგმები გაქვთ? ბუნებაში განტვირთვა, გართობა და კარგი მუსიკა თუ გესიამოვნებოდათ, ყიჟინა უნდა ავტეხოთ: რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ, ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი KIJINA Fest გაიმართება!
ფესტივალზე ლამაზი ბუნება, გასართობი აქტივობები, ადგილობრივი კულტურის საკვები და, რაც მთავარია, არაერთი საინტერესო მუსიკოსი დაგვხვდება, ამის პარალელურად კი ორგანიზატორები რაჭის ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას შეეცდებიან. მათი მიზანი ისაა, რომ რეგიონში შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმს შეუწყონ ხელი და ადგილობრივ ბიზნესსაც დაუჭირონ მხარი.
ჩვენ, ანუ დამსწრეების, გარეშე ამ მისიის შესრულება გაუჭირდებათ, ამიტომ On.ge ფესტივალ KIJINA-ს ორგანიზატორს გაესაუბრა. წამოწყებაზე უფრო დეტალურად კონსტანტინე (კოკო) არჩვაძე მოგვიყვება, ბოლოს კი ფესტივალზე მოხვედრაშიც დაგეხმარებით.
ფესტივალის მისიაზე რომ ვისაუბროთ: რატომ გადაწყვიტეთ KIJINA Fest-ის ორგანიზება და რა საზოგადოებრივი მიზანი გამოძრავებთ?
ჩვენი ბიზნესის ფარგლებში უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვცდილობთ, რეგიონული განვითარების არასრულფასოვან გეგმას ვუპასუხოთ. ჩვენი მიზანია, ფესტივალი ჩავიტანოთ იქ, სადაც ახალგაზრდებს ეს ყველაზე მეტად გაუხარდებათ, სადაც რეგიონს იგი ისეთ სიცოცხლეს შესძენს, როგორიც აქამდე არასოდეს ჰქონია.
დღევანდელმა ბაზარმა გვაჩვენა, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა იმისათვის, რომ უბრალო პროექტი ერთ დიდ ბიზნესგეგმად გადაქცეულიყო.
როგორ შეარჩიეთ ფესტივალის ჩატარების ადგილი და მუსიკოსები? რას სთავაზობთ დამსწრეებს?
თავად ორგანიზატორი რაჭიდან გახლავართ და ჩემთვის ყველაზე ლამაზ და ძვირფას კუთხეს განსაკუთრებით ოპტიმისტურად ვუყურებდი პროექტის იდეის დაბადებისთანავე. შაორი, თავის მხრივ, რაჭის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ადგილის შერჩევისას გავითვალისწინეთ ისიც, რომ სივრცე დაგვჭირდებოდა სპორტული და კულტურული აქტივობებისათვის.
სპორტის მიმართულებით ბევრი ვიმსჯელეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი განსაკუთრებული, რაც სტუმრებს გამორჩეულად გააბედნიერებდა. იმ დასკვნამდე მივედით, რომ ორდროშობანას მეშვეობით ახალგაზრდებში ნოსტალგია უნდა გაგვეღვიძებინა. მართალია, ადგილზე ბევრი პატარ-პატარა თამაშობა დაგხვდებათ, თუმცა ორდროშობანა ჩვენი ფესტივალის აქტივობების კუთხის მთავარი გმირი იქნება.
ყიჟინას ფესტივალზე არაერთი ადგილობრივი მეღვინე, მეწარმე თუ ბიზნესმენი წარდგება საკუთარი პროდუქტით. ხვანჭკარა, რაღა თქმა უნდა, რაჭის საგანძურია და მის გარეშე მსგავსი ფესტივალი ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. საკვების მიმართულებით ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას ჩვენს პარტნიორ კვების ობიექტებში შეძლებთ.
ორგანიზების პროცესი როგორ მიდის? ვინაა ჩართული ამ პროცესებში და რა გამოწვევებს აწყდებით?
ამჯერად ფესტივალისთვის მზადების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, თუმცა დასაწყისიდანვე ასეთი ტემპით მოქმედება ვერ ხერხდებოდა. თავიდან კრიტიკულ ფინანსურ კრიზისს განვიცდიდით. არაერთი მცდელობის შემდგომ, რომ პროექტისათვის ინვესტორი გვეპოვა, გადავწყვიტეთ სრულიად უსასყიდლოდ დაგვეწყო მუშაობა.
მსგავსი ფესტივალის მოწყობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა პროექტის წარმატება. მძიმე და უსასყიდლო შრომის შედეგი რამდენიმე თვეში დადგა და გამოჩნდა პირველი პარტნიორი, რომელმაც ფინანსური ნაწილის უზრუნველყოფა ითავა.
მას შემდგომ განვითარების ტემპმა საგრძნობლად მოიმატა. გამოჩნდა არაერთი კომპანია, რომლებთან პარტნიორობას დღემდე ვაგრძელებთ. ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომლის შორიახლოს ყოფნაც კი დიდი გამოცდილების მქონე ბევრ ბიზნესს აშინებს. უბიუჯეტოდ დაწყებული პროექტი დღესდღეობით ახალგაზრდების საყვარელ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფესტივალად იქცა.
ახლო მომავალში თქვენი გეგმები როგორია?
ამ წლის მიზანი ყიჟინასთვის გენერალური პარტნიორის მოძიებაა. 2026 წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ ვიპოვოთ კომპანია, რომელიც დაგვეხმარება, სამომავლო პროექტებზე შეუფერხებლად გავაგრძელოთ მუშაობა. მომავალი 12 თვის სრული გეგმის მიხედვით, ყიჟინა რაჭაში 3 მუსიკალურ ფესტივალს ჩაატარებს. ამჯერად ფესტივალი შაორის ტბასთანაა დაგეგმილი, ზოგადი მიზანი კი თითოეული იმ წვრილმანი დეტალის გაუმჯობესება და გამოსწორებაა, რომელზეც ჩვენი სტუმრები მიგვითითებენ.
მომდევნო პროექტის ფარგლებში გეგმაა, რომ უსახლკარო ცხოველების დაპურებისათვის ნახევრად საქველმოქმედო ფესტივალი მოვაწყოთ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გეგმით არაერთი ოთხფეხა მეგობრის გახარებას შევძლებთ.
რამეს ხომ არ ეტყოდით ფესტივალის მომავალ დამსწრეებს?
მოემზადეთ იმ საოცრების სანახავად, რომელსაც რაჭა ჰქვია, დანარჩენს კი ყიჟინა ფესტის გუნდი თავად დაგახვედრებთ ადგილზე!
KIJINA Fest-ის ბილეთები შეგიძლიათ TKT.GE-ზე შეიძინოთ ამ ბმულიდან, ტერიტორიას ამ რუკით მიაგნებთ, ხოლო ფესტივალის TikTok გვერდს თუ მიადევნებთ თვალს კი შეიძლება უფასო ბილეთებსაც გამოჰკრათ ხელი!
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა


კომენტარები