ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირების დეტალები სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძემ გაასაჯაროვა. 37-წუთიან ვიდეოში მჟავანაძე ჰყვება, რომ 26 ივლისს, საღამოს, კრემლისტური პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ დაურეკა, აგინა და დაემუქრა და ამის დასტურად აუდიო ჩანაწერსაც აქვეყნებს. მჟავანაძე ამბობს, რომ ამ ქმედებით ფიფიამ დაადასტურა, რომ კრიმინალია და მის "განცხადებაში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები".
"26-ში, ღამით მირეკავს რაღაცა უცნობი ტელეფონი. ვზივარ პარკში... მე ახლა ვიმყოფები ბელორუსში და არა რუსეთში. მირეკავს და პირდაპირ გინებით! პირდაპირ გინებით.
შეურაცხყოფები ისმით. ...ეს კაცი მაყენებს შეურაცხყოფას, მემუქრება. სიმართლე გითხრათ, ერთი დღე ვფიქრობდი, ეს [ჩანაწერი] გამომექვეყნებინა თუ არ გამომექვეყნებინა, მაგრამ დღეს სიუჟეტი გავიდა "ტვ პირველზე". ვიღაცები ამ ადამიანის მიმართ ნდობით არიან აღჭურვილი. მე ამას იმიტომ გამოვაქვეყნებ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია ქართულ-რუსული ურთიერთობები. ეს კაცი არის კრიმინალი, მეგობრებო. მე როგორც ვიცი, მამამისი იყო კანონიერი ქურდი და ბევრი პატივს სცემდა ამ ადამიანს და, ნუ, კარგად მოიხსენიებს და მეც შემხვედრია, რომ კარგი კაცი იყო. მე პირადად არ ვიცნობდი ამ ადამიანს. და ცოტა არ იყოს გაუგებარია, არც კაცობაში ვარგოდე, არც პოლიტიკოსობაში ვარგოდე, არაფერში არ ვარგოდე ადამიანი და თავს ესხმოდეს კაცს, რომელიც ჩამოსული ვარ აქ, მოსკოვში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ უნივერსიტეტის. არავინ მე არა მყავს, ნათესავი, მეგობრები გავიჩინე, კი ბატონო, მაგრამ არავინ ჩემი მხარდამჭერი არ არის აქ. მართლა, აი, ღმერთის ამარა ვარ რუსეთში, ჩემო მეგობრებო.
შეურაცხყოფა მომაყენა, მაგინა, მლანძღა... "ჩამოდიო მოსკოვშიო, ესე იგიო, გნახავო..." ჩავალ, აბა რას ვიზამ, სწავლა დამეწყება, ეხლა, ვისვენებ, აქა ვარ, ბელორუსში. გამოავლინა ის, რომ ეს არის ნამდვილად კრიმინალი. "მეო ადრეო მანქანაში ვაგდებდი ადამიანებსო, სასაფლაოებზე მიმყავდაო" თუ რაღაცაო და... ანუ, ფაქტობრივად კაცმა დაადასტურა, რომ, ბოდიში და, კრიმინალურ სინდიკატთან აქვს საქმე, იმიტომ რომ მანქანაში აგდებდი და სასაფლაოზე და რაღაცებს იმასშვებოდიო... ეს აი, აღიარებაა, მეგობრებო, ეს კაცი არის კრიმინალი! აღიარებს, რომ კრიმინალი ვარო და მის აი, ამ განცხადებაში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები", — ამბობს მჟავანაძე.
მჟავანაძე ამბობს, რომ რუსეთში ჩასვლის დღიდან ყველა ფლანგზე წინაღობა ხვდება და ამ წინაღობების უკან სწორედ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთ ლიდერი მამუკა ფიფია დგას. როგორც კი რუსეთში ჩავიდა, ფიფიამ საჯარო განცხადება გააკეთა ქართულ და რუსულ ენებზე იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ მჟავანაძესთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.
"მე გაკვირვებული დარჩი, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მე მაგ კაცს ერთი-ორჯერ გავაკრიტიკე უბრალოდ, თორემ გადაცემაც მქონია მასთან და არ ვარ ნამდვილად ამ კაცის მტერი და პირიქით, ხშირად დადებითად ვაფასებ მის მოქმედებებს. მაგრამ ბევრი რამე, რაც არ მომწონს, კეთილი რჩევით ვიძახი და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან. ...თუ ჩემს სიტყვას დაუჯერებთ, ყველგან ეს კაცი ფეხებში მეჩხირება, ყველგან, სადაც ფეხს დავდგამ, ურეკავს ადამიანებს, რომ აი, იმ მჟავანაძე სამსახურში არ მიიღოთ, მჟავანაძე ცუდი პიროვნებაა... ეს კაცი ყოველნაირად მებრძვის მე. ...მთელი ჩემი ცხოვრება რუსულ-ქართული ურთიერთობების პლანზე ვინმე თუ გამოჩნდება, ყველას ტრიბუნას ვაძლევ, ყველას... თუ საქებარი არ არის, პირიქით, ვაქებ. ჩამოვდივარ, სიუჟეტებს ვაკეთებ ქართველებზე — იაროსლავლი იყო, ვლადიკავკაზი იყო, სტავროპოლი იყო... ყველგან ვცდილობ, რომ ქართველი ამოვატივტივო და ვინმემ ნეტავ რამე გააკეთოს", — ამბობს მჟავანძე.
ნიკოლოზ მჟავანაძე რუსეთში ცხოვრობს. მან იქ ასპირანტურაში ჩააბარა და, როგორც თავად ამბობს, უკვე მეორე კურსზე სწავლობს. ამას გარდა, მიჰყავს გადაცემები და აქვს საინფორმაციო სააგენტო.
კონფლიქტის შესახებ კომენტარი მამუკა ფიფიას ჯერ არ გაუკეთებია.
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
კომენტარები