"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
ქართულ ოცნებასთან აფილირებული პოლიტიკური პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ "აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა — ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით". მათივე თქმით, "ქართული ოცნების ხელისუფლება თავის მხრივ სვამს შეკითხვას − რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ნათელია".
"პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დაფუძნების დეკლარირებული მიზანი, ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება და საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრისას დოგმატური ჩარჩოების ნაცვლად, რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო, რადგან დოგმებმა, გარედან თავსმოხვეულმა დღის წესრიგმა, საქართველოს, ბოლო ათწლეულებში მძიმე ზიანი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუციების განვითარება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მინიმუმი მიღწეულია − ჩვენ მოვახერხეთ რელიგიის რანგში აყვანილი თემის დესაკრალიზაცია და დღეს უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლება თავის მხრივ სვამს შეკითხვას − რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ნათელია.
უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს − ეკონომიკური, ან უსაფრთხოების, ან ღირებულებითი თვალსაზრისით. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ გვაქვს დეტალურად აღწერილი რეალობა, რაც დღევანდელ ევროკავშირშია, ასევე პერმანენტულად ვუსვამდით ხაზს, რომ ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა. იქვე მკაფიოდ ვამბობდით, რომ არც საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლებოდა ობიექტურობისკენ.
...ეკონომიკური დეგრადაციის პარალელურად, ევროკავშირის აბსოლუტურად სუიციდურმა მიგრაციის პოლიტიკამ, წევრ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი უსაფრთხოება აქცია. მაგალითისთვის − მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკით გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ იქნა 402 000 კრიმინალური აქტი: ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტები და ა.შ.
...საერთო ჯამში, ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში და ეს ყოველდღიურად მტკიცდება იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რეზოლუციებით და ა.შ.
ჩვენმა პარტიამ 17 ივნისს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომელმაც სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის იდეა პირველმა გააჟღერა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი, უკვე 12 ქვეყანა უჭერს მხარს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებას და ახალი წევრი ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ბიუჯეტის და სხვა ძირითად საკითხებზე ხმის უფლების შეზღუდვას.
...ახლა შეკითხვების დასმის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეკითხვის დასმა ვერ ცვლის სტატუს-კვოს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ მოცემულობაში ვრჩებით − გვაქვს კონსტიტუციური დოგმა, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი ისევ იმ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია, საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივით, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე, დააკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და იდენტობისთვის გამანადგურებელი იქნება.
ამიტომ, აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა − ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირისკენ კურსის შენარჩუნებით ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის ნაწილად, ეს კი გვაქცევს იზოლაციაში, ხელს გვიშლის სრულფასოვნად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც ოპტიმალური გზაა იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელება", — წერს პარტია სოციალურ ქსელში.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები