ირანის ელჩი: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში ჩინეთის ელჩის განცხადებას აზიარებს და წერს, რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ერებს უკარნახოს ვისთან ჩამოაყალიბოს ურთიერთობა:
"როდესაც რომელიმე ქვეყნის ოფიციალური პირები ცდილობენ განსაჯონ ან განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ააწყონ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი საერთაშორისო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას შორის?
დღევანდელ მსოფლიოს, როგორც არასდროს, სჭირდება ურთიერთპატივისცემა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური არჩევანის მრავალფეროვნების აღიარება და ხალხთა უფლების პატივისცემა, თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები.
არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება, რომ სხვა ერებს კარნახობდეს, ვისთან და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთობები.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ძალაა. გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ჩინეთთან. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული როლი აზიისა და ევროპის დაკავშირებაში წარმოადგენს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მაგალითს. ასეთი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნების თავისუფალ არჩევანს და არა პოლიტიკურ ზეწოლას.
ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცალმხრივი სანქციები, პოლიტიკური ზეწოლა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უგულებელყოფა არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, არამედ ხშირად კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ კრიზისებს.
დღევანდელი მსოფლიო აღარ არის წარსული საუკუნეების მსოფლიო. ხალხებს უფრო მეტი ცნობიერება აქვთ, ისინი უფრო დამოუკიდებლები და საკუთარი არჩევანის უფლების მქონენი არიან. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ემყარება პატივისცემას, დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს და არა ზეწოლას, მუქარასა და საკუთარი ნების სხვებისთვის თავსმოხვევას.
მხოლოდ ყველა ერის სიცოცხლის, განვითარების და დამოუკიდებლობის უფლების პატივისცემით არის შესაძლებელი უფრო უსაფრთხო, სტაბილური და სამართლიანი მსოფლიოს შექმნა", — წერს ელჩი.
ცნობისათვის, ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ჯო უილსონი შეერთებული შტატების პოლიტიკას წარმოადგენს.
"არ ვფიქრობ, რომ კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოადგენს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს", — განაცხადა ელჩა ჭოუ ციენმა.
მანამდე, 21 აპრილს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით "ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტი", რომელიც 9 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო.
აქტი მიზნად ისახავს კრემლისა და პეკინის გავლენის მასშტაბის დოკუმენტირებას საქართველოში და აშშ-ის ადმინისტრაციას ავალდებულებს, წარმოადგინოს რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ საიდუმლო შეფასება საქართველოში. ის ასევე მოითხოვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიან სტრატეგიულ მიმოხილვას, რომელიც შეისწავლის სამომავლო დაფინანსებას და იმას, კვლავ ერთგულია თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების მიმართ.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები