სუს-მა თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
ფოტო: Shutterstock / On.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ქ. თბილისის მერიის ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შ. კ., ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გ. ც. და ა. მ., ინდმეწარმე გ. ც. და შპს ჯორჯიან ლიფტსერვისის გენერალური დირექტორი ვ. გ.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები, მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
"ზემოაღნიშნული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ლობირებას უწევდნენ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებდნენ იმ ფირმებს, რომლებიც მათ ნათესავებზე ან ახლო მეგობრებზეა გაფორმებული" - წერია განცხადებაში.
სუს-ის ბრალდებით, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები, აღნიშნული ფირმების გამოყენებით, წინასწარ ახდენდნენ ლიფტების აღდგენისთვის შესასრულებელი სამუშაოების პირველადი ხარჯთაღრიცხვების ხელოვნურად გაზრდას, შემდგომ თვითონვე ადგენდნენ გამგეობებში წარსადგენ შესაბამის დასკვნებს იმის შესახებ, რომ წინასწარ ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილი სამუშაოების ნუსხა და მათზე მითითებული ფასები რეალურია, შეესაბამება მოცემულ მისამართზე არსებული ლიფტის მდგომარეობას და დაფინანსება მიზანშეწონილია. სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენდნენ საბოლოო ხარჯთაღრიცხვების (ფორმა N2) ჩაბარებას, თითქოსდა აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯთაღრიცხვებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერებით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდათ შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი.
საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13,174 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა Big Tech. Global Legends. One Future — თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
-
25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს 25 სინათლის წლის მოშორებით სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტა გამოავლინეს
გადახედვა
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ 5 ივლისი გაორმაგების დღეა — შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
-
გაორმაგების დღე City Mall-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე City Mall-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი | კოკა-კოლა ფესტივალის პარტნიორია TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი | კოკა-კოლა ფესტივალის პარტნიორია
-
ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს
გადახედვა
-
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის საქმეზე იმსჯელეს
გადახედვა
-
ფინანსური განათლება, მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური განათლება, მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ 5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
-
ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა
-
"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის "ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
კომენტარები