ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებული ამბების შემდეგ, ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების თემაზე უფრო და უფრო მეტი ქალი საუბრობს.

ამჯერად საქმე ოსკარის ნომინატ რეჟირორ ჯეიმს ტობეკს ეხება, რომელსაც ბრალდება 38-მა ქალმა წაუყენა.

როგორც ბრალმდებლები ამბობენ, ტობეკი მათ საკუთარ ოთახში ეპატიჟებოდა და საუბრის დროს მასტურბირებდა. ამავდროულად თითოეული მათგანი ამბობს, რომ ისინი იმ პერიოდში 20-21 წლის ასაკისანი იყვნენ.

"ის ყოველთვის სასტუმროში მიბარებდა და მთხოვდა სცენარი მის თვალწინ წამეკითხა. ერთხელაც როდესაც კითხვა დავიწყე შევამჩნიე, რომ ის მასტურბირებდა, გაოგნებული ვიდექი, შეშინებული და არ ვიცოდი რა უნდა მექნა", - ამბობს ერთ-ერთი ბრალმდებელი სტარ რინალდი.

უმეტესობა მათგანი, რომლებმაც რეჟისორს ბრალი წაუყენეს, ანონიმურობას ითხოვს, თუმცა მათი ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

გაიგეთ მეტი: სექსუალური შევიწროება კინოინდუსტრიაში - ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ