ონლაინპლატფორმებზე განთავსებული საბავშვო სათამაშოები: რისკები და საფრთხეები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
თანამედროვე სამყაროში ონლაინ შოპინგი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თითოეულ ჩვენგანს შეუძენია სხვადასხვა ნივთი, მათ შორის საბავშვო სათამაშოები, Temu-ზე, Amazon-ზე, AliExpress-ზე თუ ქართულ ონლაინ მაღაზიებში. მიუხედავად იმისა, რომ ნივთების ინტერნეტის საშუალებით შეძენა კომფორტული, სწრაფი და ხშირად იაფიცაა, უმეტესობა ჩვენგანი არასდროს ფიქრობს იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რომლებიც არასასურსათო პროდუქტების ონლაინ მაღაზიებში შეძენასთანაა დაკავშირებული.
საქართველოში ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა TEMU (75%), რომლის მომხმარებლების ყველაზე დიდი წილი რეგიონებში ცხოვრობს. გამოკითხულთა 20% აღნიშნულ პლატფორმაზე სწორედ საბავშვო პროდუქტს (ტანსაცმელი, სათამაშოები) ყიდულობს.
ამის პარალელურად, არსებობს 2025 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც TEMU-დან გამოწერილი და შემოწმებული 27 სათამაშოდან 26-მა ვერ დააკმაყოფილა სათამაშოების წარმოებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები. კერძოდ, მათი ერთი ნაწილი შეიცავდა მცირე ზომის ნაწილებს, ხოლო მეორე — მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ TEMU-ზე განთავსებული ყველა პროდუქტი საფრთხის შემცველი ან მავნეა, თუმცა ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ მომხმარებელმა მეტი უნდა იცოდეს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ იმისთვის, რომ უსაფრთხო პროდუქტი აირჩიოს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს — QUIS-ის, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება.
ონლაინ შოპინგის ძირითადი რისკები
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შოპინგი დაბალი ფასებისა და შეძენის სიმარტივის თვალსაზრისით მიმზიდველია, მომხმარებელს არ შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს პროდუქტი, დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს რამე სახის წუნი ან/და დეფექტი, ნამდვილად სერტიფიცირებულია (CE მარკირება, მწარმოებლის დასახელება და მისამართი) და შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს (EN 71; ASTM).
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ონლაინ მაღაზიებში ვხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში — თურქეთი, ჩინეთი, აშშ, ევროკავშირი, სხვ. — წარმოებულ სათამაშოებს, შესაბამისად, განსხვავებულია ის კანონმდებლობები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომელთა პირობებშიც ეს სათამაშოებია წარმოებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
გარდა ამისა, ონლაინ შოპინგის დროს ხშირად გაურკვეველია, ვინ არის რეალური მწარმოებელი. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Amazon, eBay, TEMU, AliExpress და სხვ., ხშირად შუამავლების ანუ ეგრეთწოდებული გამყიდველის (seller) საშუალებით ოპერირებენ. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რეალური მწარმოებლის მიგნება შეიძლება საკმაოდ რთული ან შეუძლებელიც იყოს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ონლაინ შოპინგის შემთხვევაში, გართულებულია შესაბამისი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის აღსრულებაც — ასეთ სივრცეში პროდუქტის კლასიკური სახით ბაზარზე განთავსება არ ხდება და ის პირდაპირ საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება. ზედამხედველობის ორგანოები კი პროდუქტს ამოწმებენ დახლებზე, რეალიზაციის ადგილებზე, რაც ონლაინ ვაჭრობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, გართულებულია მომხმარებლის უფლებების დაცვაც. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში მომხმარებლებს ონლაინპლატფორმაზე შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნება 14 დღეში შეუძლია, თუმცა თუ პროდუქტი შორი ქვეყნიდანაა გამოგზავნილი, დაბრუნება შეიძლება რთული ან საერთოდ შეუძლებელიც კი გახდეს.
რა უნდა გავითვალისწინოთ სათამაშოს ონლაინ კალათაში მოთავსებამდე?
სათამაშოს შეძენამდე:
- ეცადეთ მიკვლევადი ბრენდის პროდუქტი შეიძინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდირებული პროდუქციაც შეიძლება ზოგჯერ უხარისხო/საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ევროკავშირის სწრაფი გაფრთხილების სისტემაში (Safety Gate) საფრთხის შემცველი ბრენდირებული პროდუქტების გამოჩენის სიხშირე გაცილებით დაბალია.
- გულდასმით წაიკითხეთ აღწერა და ინსტრუქცია. დააკვირდით, არის თუ არა აღწერის ტექსტი დაწერილი მართლწერაში შეცდომების გარეშე — სანდო კომპანიები თავს უფლებას არ აძლევენ მომხმარებელთან კომუნიკაციაში ელემენტარული შეცდომები დაუშვან.
- დააკვირდით ფოტოებს — არის თუ არა სათამაშოზე დატანილი გამაფრთხილებელი და ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული მითითებები (მაგ., არ არის განკუთვნილი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შეიცავს გაგუდვის ან დახრჩობის საფრთხეს).
- არ შეიძინოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალის ყალბისგან გარჩევა ზოგჯერ რთულია, ფოტოების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასის შედარებამ შესაძლოა სწორი მინიშნება მოგცეთ.
- დაფიქრდით, შემოთავაზება ზედმეტად კარგი ხომ არ არის იმისთვის, რომ რეალური იყოს. ძალიან დაბალი ფასი ხშირად ეჭვის საფუძველია.
- მომხმარებლების შეფასებები (reviews) შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს ან ასახავდეს მხოლოდ მოკლევადიან შთაბეჭდილებას, რაც არ ნიშნავს პროდუქტის რეალურად მაღალ ხარისხს. ბევრი მახასიათებელი, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ავლენს (მაგალითად, მავნე ქიმიური ნივთიერებები), მომხმარებლისთვის შეუმჩნეველია და მიმოხილვაში ვერ ხვდება.
- კარგად გადახედეთ პლატფორმას, რომელზეც ნივთის შეძენას გეგმავთ: შეამოწმეთ საგარანტიო პირობები და ნივთის დაბრუნების წესები დაზიანების, გაუმართაობის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში. ასევე, გადაამოწმეთ სავაჭრო პლატფორმის ან გამყიდველის საკონტაქტო მონაცემები იმისთვის, რომ იცოდეთ ვის მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში.
- გადაამოწმეთ სათამაშო საფრთხის შემცველი პროდუქტების პლატფორმებზე შემდეგ ბმულებზე: ევროკავშირის შემთხვევაში ბმული 1, აშშ-ის შემთხვევაში ბმული 1 და ბმული 2, საქართველოს შემთხვევაში კი ბმული 1. ამ პლატფორმებზე განთავსებულია ის სათამაშოები და არა მხოლოდ სათამაშოები, რომლებიც დადასტურებულად შეიცავს საფრთხეს. ისეთი მონაცემებით, როგორებიცაა, მაგალითად, სათამაშოს დასახელება, სერიული ან პარტიული ნომერი, მწარმოებლის დასახელება, მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს არის თუ არა მის მიერ შერჩეული სათამაშო საფრთხის შემცველი.
სათამაშოს შეძენის შემდეგ:
- დაუყოვნებლივ დარწმუნდით, რომ შეფუთვა კარგ მდგომარეობაშია და პროდუქტი არ დაზიანებულა ტრანსპორტირებისას. დაზიანებული პროდუქტი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს თქვენი შვილისთვის.
- შეამოწმეთ, ემთხვევა თუ არა შეფუთვაზე/ეტიკეტზე მითითებული ღირებულება თქვენ მიერ გადახდილ ფასს, ასევე, უკან დასაბრუნებელი მისამართი — გამყიდველის მისამართს ონლაინპლატფორმაზე.
- შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მიღებული ნივთი პლატფორმაზე განთავსებულ აღწერასა და ფოტოს (მაგალითად, ზომას). ასევე, დატანილია თუ არა სათამაშოზე მწარმოებლისა და შესაბამის შემთხვევაში შუამავლის მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია, გამაფრთხილებელი მითითებები, ასევე, ემთხვევა თუ არა ისინი ონლაინ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციასა და მახასიათებლებს.
- შეამოწმეთ, აქვს თუ არა სათამაშოს რაიმე დაზიანება ან უჩვეულო მახასიათებელი: მაგალითად, სათამაშოებს არ უნდა ჰქონდეს პატარა ნაწილები, რომლებიც მარტივად სძვრება ან ამომძვრალი შიგთავსი (სინტეპონი). ელემენტების განყოფილება უნდა იყოს სრულად დაცული და ჩაკეტილი. პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი და შემაწუხებელი სუნი. ყოველივე ზემოთქმული შესაძლოა მიანიშნებდეს მავნე ქიმიური ნივთიერებების არსებობაზე.
- თუ გაფრთხილებები და ინსტრუქციები ხელმისაწვდომია, აუცილებლად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ ისინი.
- გააკონტროლეთ ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების პირველადი გამოყენება: თუ აღმოჩნდება, რომ პროდუქტი სახიფათოა, ის დაუყოვნებლივ უნდა გამოართვათ ბავშვს.
საკანონმდებლო ჩარჩო
იმისთვის, რომ ბაზარზე საფრთხისშემცველი პროდუქტი არ აღმოჩნდეს, ქვეყნების უმეტესობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კანონმდებლობის შემუშავებისა და გამკაცრების თვალსაზრისით. ევროკავშირში მოქმედებს შესაბამისი დირექტივები, რომლებიც არეგულირებს ონლაინვაჭრობას. ამასთან, ონლაინვაჭრობის პლატფორმებს ავალდებულებენ, რომ წაშალონ და არ დაუშვან დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტების მათ პლატფორმაზე განთავსება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სამომავლოდ ყველა სათამაშოს ექნება ციფრული პასპორტი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სათამაშოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, ხოლო ონლაინპლატფორმებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ ეს პასპორტები დაურთონ სარეალიზაციოდ განთავსებულ პროდუქტს.
საქართველოში მოქმედებს მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის შესახებ კანონები, რომლებიც ევროპულ კანონმდებლობას ეფუძნება. ამ კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტისა და ამ პროდუქტის მწარმოებლის შესახებ. ამასთან, დაუშვებელია მისი შეცდომაში შეყვანა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ნებისმიერი მანიპულაციური ქმედება, რომელიც ინფორმირებული და გონივრული არჩევანის გაკეთებაში ხელის შემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ამ ქვეყნის რეზიდენტ ეკონომიკურ ოპერატორებზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია ევროკავშირის მხარდაჭერითაა შექმნილი. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
Coca-Cola Bottlers Georgia — ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია Coca-Cola Bottlers Georgia — ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ქვიზი: სწორად გესმის თუ არა აბრევიატურები? ქვიზი: სწორად გესმის თუ არა აბრევიატურები?
-
ნიკოლოზ რაჭველი: მიყვარხართ ყველანი, ვინც გულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას, სინდისის პატიმრების თავისუფლებას და ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებას ნიკოლოზ რაჭველი: მიყვარხართ ყველანი, ვინც გულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას, სინდისის პატიმრების თავისუფლებას და ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების მიწოდებას
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა "ტვ იმედს" საქმიანობა 1 წლით აუკრძალა ევროპარლამენტმა "ტვ იმედს" საქმიანობა 1 წლით აუკრძალა
გადახედვა
-
ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე
გადახედვა
-
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
-
"ვიდეოში მკვლელობის მოტივის ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ" — "ფედერალისტები" იზა ომაძის განცახდებაზე "ვიდეოში მკვლელობის მოტივის ოფიციალურ ვერსიას ვციტირებთ" — "ფედერალისტები" იზა ომაძის განცახდებაზე
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის
-
ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
გადახედვა
-
როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
-
სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
გადახედვა
-
Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა
გადახედვა
-
როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები