საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მათი პარტიის ამოცანა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლაა. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, 22 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას ისაუბრა.

მისი შეფასებით, 21 ოქტომბრის არჩევნები ვერ გახდება წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

"რომ არ ყოფილიყო ფართომასშტაბიანი გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, რომ არ ყოფილიყო ზეწოლები, ამომრჩევლის მოსყიდვა და თანხის დარიგება, შედეგი, რომელიც ვიხილეთ გუშინ ასეთი ფორმით და ასეთი რიცხვებით ნამდვილად არ დადგებოდა", - თქვა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მომავალ არჩევნებზე მეტი ამომრჩევლის მისვლით არჩევნების გაყალბება გართულდება.

იმის მიუხედავად, რომ ევროპულმა საქართველომ არჩევნებში პირველად მონაწილეობდა, დავით ბაქრაძე შედეგებით კმაყოფილი მაინც არ არის.

ცესკოს წინასწარი შეფასებით, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარია, ხმების რაოდენობით (7,12%), მეოთხე ადგილზეა. ამავე პარტიამ თბილისში ხმების 9 პროცენტზე მეტი მიიღო.