აშშ-ის გენპროკურორი: ეჭვმიტანილის სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ნერვიულობდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშმიდან ევაკუაციის დროს, რომელიც შეიარაღებული პირის მიერ დარბაზში შეჭრის მცდელობას მოჰყვა.
"არ ვნერვიულობდი. მე მესმის ცხოვრების აზრი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ", — განაცხადა ტრამპმა CBS News-ის გადაცემაში "60 წუთი"
ამერიკულმა მედიამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა — ის 31 წლის კოულ თომას ალენია. პოლიციის ინფორმაციით, ალენი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ღონისძიების უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან ცეცხლი გახსნა. ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარდგება. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფი იძიებენ.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის სამიზნე ვახშამზე მყოფი ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ. თავდასხმის დროს ტრამპთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი, თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლივიტი და მრჩეველი სტივენ მილერი.
"ვერ წარმომიდგენია სხვა პროფესია, რომელიც ამაზე სახიფათოა", — განაცხადა ტრამპმა უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შემდეგ, ბრიფინგზე.
კვირას გავრცელებულ განცხადებაში, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უშიშრად დგას მას შემდეგ, რაც კაბინეტის წევრებთან ერთად მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვეიჯია ჯიანგმა, მომხდარს შემაძრწუნებელი უწოდა.
კვირას, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს "გულში დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაგროვილი სიძულვილი" და დასძინა, რომ მისმა ოჯახმა იცოდა მისი "სირთულეების" შესახებ. პრეზიდენტის თქმით, არსებობს თავდამსხმელის "მანიფესტიც", რომელიც მის "მკვეთრ ანტიქრისტიანულ" განწყობებზე მიუთითებს.
ამერიკული მედია, სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 31 წლის ალენს სოციალურ ქსელებში ანტი-ტრამპისტული პოსტების მრავალწლიანი ისტორია აქვს.
ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამს პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ბოლოს ის ამ ღონისძიებაზე 2011 წელს იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:35 საათზე, სროლის ხმა სასტუმრო Washington Hilton-ის ფოიეში გაისმა. სწორედ ამ შენობის ქვედა სართულზე, დიდ დარბაზში, იმ მომენტში თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი დაცვამ დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანა.
"მინდოდა მენახა, რა ხდებოდა... მინდოდა გამეგო, რა ვითარება იყო. სწორედ იმ მომენტში დავიწყეთ გაცნობიერება, რომ საქმე, შესაძლოა, მართლაც სერიოზულად იყო.", — განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.
ოფიციალური პირების თქმით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელს ცეცხლით უპასუხეს. ის არ დაშავებულა, თუმცა საავადმყოფოში გამოკვლევაზე მაინც გადაიყვანეს. მას თან ჰქონდა ორი ცეცხლსასროლი იარაღი და დანები.
ინციდენტის დროს დაშავებული საიდუმლო სამსახურის აგენტი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. მის სიცოცხლე ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.
გადაცემა "60 წუთის" ინტერვიუში ტრამპი გააღიზიანა ჟურნალისტ ნორა ო’დონელის კითხვამ, სადაც მან ეჭვმიტანილის მანიფესტიდან ციტატა წაიკითხა "აღარ ვაპირებ, ნება დავრთო პედოფილს, მოძალადესა და მოღალატეს, რომ ჩემი ხელები თავისი დანაშაულებით გასვაროს". (კონკრეტული სახელების გარეშე). ტრამპმა ო’დონელს "სამარცხვინო" უწოდა და უთხრა, რომ მას უნდა რცხვენოდეს ამ ციტატების წაკითხვის გამო, რადგან ის არცერთი მათგანი არ არის.
ეს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მესამე შემთხვევაა — 2024 წლის ივლისში, პენსილვანიაში, მას ტყვია ყურზე მოხვდა, ხოლო ამავე წლის სექტემბერში შეიარაღებული პირი მის გოლფ-კლუბთან დააფიქსირეს.
პრეზიდენტმა მომხდარი თეთრ სახლში ახალი, "სამხედრო საიდუმლო დარბაზის" მშენებლობის აუცილებლობის დასასაბუთებლად გამოიყენა, რასაც მანამდე ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები