ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, რათა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ ევროპელ მოკავშირეს, რთული საპარლამენტო არჩევნების წინ მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვენსი სამშაბათს ნაშუადღევს ბუდაპეშტში, საფეხბურთო სტადიონზე, ორბანთან ერთად საარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოვა.
"მოუთმენლად ველოდებით ამ მოგზაურობას. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას. ვისაუბრებთ აშშ-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე. მათ შორის ევროპაზე, უკრაინაზე და ყველა სხვა საკითხზე", — განაცხადა ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში გამართულ უნგრეთის "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციისთვის" (CPAC) გაგზავნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ორბანს მისი "სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა"აქვს.
არჩევნებზე ვიქტორ ორბანი პეტერ მაგიარს, პარტია "ფიდესის" ყოფილ წევრს უპირისპირდება, რომელიც მას ორი წლის წინ გამოეყო და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ტისა" (Tisza) დააფუძნა. გამოკითხვების უმეტესობაში "ტისა" "ფიდესს" 10-დან 20%-მდე უსწრებს. მხოლოდ მკვეთრად სამთავრობო სააგენტო Nezopont-ის მონაცემებით "ფიდესი" მცირე უპირატესობით ლიდერობს.
BBC წერს, რომ ორბანის მეგობრობა ტრამპთან 2016 წლიდან იწყება. ორბანი ევროკავშირის პირველი და ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა. ის გასულ ოქტომბერში ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა უნგრეთისთვის აშშ-ის სანქციები, რომლებიც რუსულ ნავთობის გიგანტებს, "როსნეფტსა" და "ლუკოილს" შეეხო, თავიდან აერიდებინა.
მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ ეს გამონაკლისი პერსონალური შეთანხმება იყო მასსა და ორბანს შორის.
შეგახსენებთ, უნგრეთში არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
კომენტარები