რიკარდ იოზვიაკი: EU ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანაც უნდა გაითვალისწინოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ სამუშაო დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ EU, უკრაინის დატოვების შემდეგ, რუსეთს ჯარების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც სთხოვს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
იოზვიაკის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი მაქსიმალისტურია და ძირითადად ყველაფერზე საუბრობს, რაც ბრიუსელის აზრით, რუსეთმა უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, ეს საკითხი ევროპელმა დიპლომატებმა უკვე განიხილეს ამ კვირაში ბრიუსელში და სავარაუდოდ, ის კვლავ განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას, ორშაბათს, ბრიუსელში გაიმართება. იოზვიაკმა ასევე განაცხადა, რომ კაია კალასს სურს საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ ჯერ ერთსულოვნება არ არის
"ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა წარმოადგინა, როგორც საპასუხო წინადადება ყველა იმ დათმობაზე, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. ეს არის ძალიან მაქსიმალისტური დოკუმენტი, რომელიც ძირითადად ყველაფერზე საუბრობს, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს ბრიუსელის აზრით. ერთ-ერთი რამ, რასაც ისინი აღნიშნავენ არის ის, რომ უკრაინის დატოვების და იქ ჯარების შემცირების შემდეგ, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა მეზობელი ქვეყანა, სადაც მათ ჯარები ჰყავთ, მათ შორის საქართველო — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე მისი ბაზა სომხეთში, ბელარუსში და, რა თქმა უნდა, მოლდოვაში. ევროკავშირი ფიქრობს, რომ რუსეთმა ესეც უნდა გაითვალისწინოს მოლაპარაკებებში.
ეს საკითხი ევროპელმა დიპლომატებმა უკვე განიხილეს ამ კვირაში ბრიუსელში და სავარაუდოდ, ის კვლავ განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას, ორშაბათს, ბრიუსელში გაიმართება. კაია კალასი ამ საკითხის ინიციატორია, ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ. ის რუსეთის წინააღმდეგაა, ის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგაა, მას სურს საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ ჯერ ერთსულოვნება არ არის, მაგრამ ეს ასევე იმის ნიშანია, რომ ის კვლავაც იქცევა გაბედულად და მოითხოვს რუსეთისგან მაქსიმალურ დათმობებს. ეს სამუშაო დოკუმენტია, კაია კალასი ფიქრობს რომ რაც უფრო მეტს მოითხოვ მით მეტია შანსი მიიღო რაღაც, თუ არაფერს მოითხოვ ვერც ვერაფერს მიიღებ. ის იაზრებს, რომ ზეწოლის გარეშე რუსეთი არ დაიხევს უკან მეზობელი ქვეყნებიდან, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არის ევროკავშირის სურვილი," — განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
შეგახსენებთ, სამუშაო დოკუმენტის ერთ-ერთი ულტიმატუმი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ითვალისწინებს "ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში და სომხეთში რუსული სამხედრო ძალების ყოფნისა და განლაგების აკრძალვას".
"კიდევ ერთი ულტიმატუმი ითვალისწინებს ბელარუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში. რუსი ჯარები ათწლეულების განმავლობაში იყვნენ განლაგებული რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონებში, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი, ასევე სომხეთსა და ბელარუსში", — წერია დოკუმენტში.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები