რიკარდ იოზვიაკი: EU-მა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა — ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს. მისი განმარტებით, წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყო და გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა.
"ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ხმა მისცეს. წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი. გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა", — დაწერა იოზვიაკმა.
იოზვიაკმა დეტალებზე "ტვ პირველთან" ისაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირები საზღვარგარეთ მოგზაურობისას ვიზალიბერალიზაციით ვეღარ ისარგებლებენ, მაგრამ ჩვეულბრივი პასპორტით მოგზაურობის წესები არ იცვლება. მისივე თქმით, ეს უვიზო რეჟიმის შეჩერების პირველი ნაბიჯია და თუ მოგვიანებით სიტუაცია არ გაუმჯობესდება, გადაწყვეტილება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.
"ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. კენჭისყრა დიპლომატებმა ჩაატარეს. გადაწყვეტილებას ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს რომ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. ეს ძალაში მარტიდან შევა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გაქვს საქართველოს დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, შენ აღარ ისარგებლებ ვიზალიბერალიზაციით როცა საზღვარგარეთ იმოგზაურებ. მაგრამ თუ გაქვს ჩვეულებრივი პასპორტი, შენ კვლავ შეგიძლია უვიზოდ მოგზაურობა. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმისა. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ პირველი დავიწყებთ იმ პირებით, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი შექმნილ მდგომარეობაზე. მოგვიანებით, თუ არ იქნება გაუმჯობესება, ჩვენ გადავხედავთ გადაწყვეტილებას მთელი მოსახლეობის მიმართ. ბევრ წევრ სახელმწიფოს არ სურს მთელი მოსახლეობის დასჯა, იმის გამო რასაც რამდენიმე მაღალჩინოსანი აკეთებს, მაგრამ თუ ამავდროულად არაფერი შეიცვლება, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება მათ გამოიყენონ. ეს არის პასუხი იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რასაც ევროკავშირი საქართველოში ხედავს. ევროკავშირი მიდგომას მხოლოდ მას შემდეგ შეცვლის, როცა საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომას. ასე რომ მათ ურთიერთობაში უკუსვლა გრძელდება", — განაცხადა იოზვიაკმა
- რიკარდ იოზვიაკი: EU-ში უვიზო რეჟიმის გაუქმების წესების გამარტივების დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება
- რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის გამარტივებას მხარი დაუჭირეს
- იოზვიაკის განცხადებით, ბრიუსელში "ოცნებას" ლეგიტიმურად არ თვლიან და მოსალოდნელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები