ამერიკელი მუსიკოსი, ჩაპელ როუნი, კრიტიკოსებს დასცინის და ამბობს, რომ წლევანდელი გრემისთვის შერჩეულ სამოსში "აღმაშფოთებელი არაფერი იყო".

გრემის მფლობელი მომღერალი წითელ ხალიჩაზე ტიერი მიუგლერის 1998 წლის გაზაფხულის კოლექციის შთაგონებით შექმნილი კაბით წარდგა. როუნის ხალიჩაზე გამოჩენისთანავე, კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა დაიწყეს მისი სამოსის განილვა. მუსიკოსის თქმით კი, ის ვერ ხვდება, რატომ არის ხალხი აღშფოთებული.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

"მეცინება. არცთუ ისე აღმაშფოთებელი ლუქია. ის უცნაური და შთამბეჭდავია", — წერს როუნი — "გირჩევთ, თავისუფალი ნების გამოყენება ისწავლოთ. გაერთობით და იხალისებთ".

მიუხედავად იმისა, რომ როუნი სახლში გრემით ხელში ვერ დაბრუნდა, წინა დაჯილდოებაზე ის წელს წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი გახდა. "ჩემს თავს შევპირდი, თუ ოდესმე გრემის ჯილდოს მფლობელი გავხდებოდი, სამადლობელ სიტყვაში ლეიბლებს საჯაროდ მივმართავდი. ახალ შემსრულებელს მიეცით შესაბამისი ანაზღაურება!" — თქვა მუსიკოსმა გასულ წელს.

შეგახსენებთ, რომ როუნმა სადებიუტო ალბომი The Rise and Fall of a Midwest Princess 2023 წლის სექტემბერში გამოუშვა. მას შემდეგ სამი სინგლი გამოუშვა, მათ შორის The Subway, The Giver და Good Luck, Babe.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...