ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. დ.ჩ. და ა.ნ. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად მათ პროკურატურა ჯგუფურად განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. დ.ჩ. და ა.ნ. აღნიშნულ საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაკავებული არასრულწლოვანი ა.გ-ს მეგობრები არიან.
17 წლის დ.ჩ. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ "ბრალში აბსურდი წერია" და მისი შვილი შემთხვევის დროს თემქაზე არ იმყოფებოდა. დაკავებულის დედამ პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყება დააანონსა.
"ბრალში წერია აბსურდი, ბრალში წერია სამართლებრივი ველიდან გასული ბრალდებები. 29 სექტემბერს, ჩემი შვილი იმყოფებოდა თემქაზე იმ ბავშვებთან, ჩვენ არ დაგვიმალავს გამოძიებისთვის, როგორც კი დაგვიბარეს ვთქვით, რომ ერთი საათიც არ დაყოვნებულა თემქაზე. 1-ელ ოქტომბერს, როდესაც შემთხვევა მოხდა დ.ჩ. თემქაზე ფიზიკურად არ იმყოფებოდა და გვედავებიან იმას, რომ ჩემმა შვილმა ამათთან ერთად მოამზადა დანაშაული — ეს არის აბსურდული ბრალი, ამას ვერ ვეთანხმებით.
ხვალ დავიწყებ შიმშილობას, მოვკვდები პროკურატურასთან და შევეწირები ჩემი შვილის უდანაშაულობას," — განაცხადა ბრალდებულის დედამ.
მოგვიანებით, დ.ჩ.-ს დედის კომენტარს, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გამოეხმაურა. კუპატაძეს განცხადებით, ბრალდებულის დედა იტყუება — მას საქმის მასალებზე ჰქონდა წვდომა, სადაც კუპატაძის მტკიცებით წერია, რომ მკვლელობის დღეს დ.ჩ. ა.გ.-თან ერთად იმყოფებოდა.
"იტყუება იმ არასრულწლოვანის დედა. ის ამბობს, რომ 117-ე მუხლის მესამე, მას ექნება 18-ით 117-ს მესამე, რაც იმას ნიშნავს, რომ [მისი შვილი] მომზადებაში იღებდა მონაწილეობას და არა აღსრულებაში. ათივე ტომი ვნახეო. ათივე ტომი თუ ნახა რას ათვალიერებდა, ჩემი გიგას გვამით ტკბებოდა? არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი თემქაზე. მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი "ვუსეტკავეო", აი რისთვის წამოჰყვა მეგობარს სამი საათი საბირჟაოდ? ახალი ბირჟა ნახეს?
ქუჩაში ვიყავითო და ქუჩაში არ იყვნენ. აგერ იყვნენ ჩემი კორპუსის წინ, საიდანაც მერე ქვა აიღო მკვლელმა იმ გრძელ სკამზე. გადაიღეს ვიდეო, ეს ვიდეო ჩაუგდეს ა.ნ.-ს.
მეოთხე ტომი ნახე, კარგად დაათვალიერე. იქ წერია, რომ სამივე ბიჭი ერთად ა.გ.-ც, გ.რ.-ც და დ.ჩ.-ც მიდის გ.რ.-ს მამასთან, გურამ რიკაძესთან. გურამ რიკაძე ეს არის წარსულში ნასამართლევი. ჩამოვიდა სპეციალურად 8 ოქტომბერს საქართველოში ამისთვის, 2019 წლიდან წასულია და ის არიგებს, როგორ უნდა მოიქცნენ, სად რა უნდა თქვან. პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი," — განაცხადა კუპატაძემ.
1-ელ ოქტომბერს, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 28 წლის მათემატიკის მასწავლებელსა და ექიმს, გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. თავდასხმისას მიღებული მძიმე თავის ტრავმით ავალიანი საავადმყოფოში მოათავსეს, სამ კვირაში კი, 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
2025 წლის, 22 დეკემბერს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურასთან აქცია გაიმართა. პროკურატურის წარმომადგენლები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შეხვდნენ — ოჯახმა უწყებას საქმის სათანადოდ გამოსაძიებლად ვადად დამატებით 2 კვირა მისცა.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მანამ სანამ ავალიანი გარდაიცვლებოდა პროკურატურა გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აპირებდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურამ ეს პოზიცია შეცვალა და არასრულწლოვან ბრალდებულებს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა. ადვოკატმა ასევე ისაუბრა, რომ პროკურატურა ოჯახს საქმის მასალებს უმალავდა.
გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ 17 იანვარს შიმშილობის დაწყება დააანონსა, მისი მთავარი მოთხოვნა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება იყო. 14 იანვარს, კუპატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაანონსებული აქცია დროებით გადაიდო და ოჯახს საქმის მასალები გადაეცა.
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
კომენტარები